“ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია მაგალითი მივცეთ სხვებს” – პრეზიდენტი ჯარისკაცებს

თქვენ ხართ სახელმწიფოს საყრდენი. ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე ჯარისკაცებს. მისივე თქმით, ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი, ჩვენი პარტნიორებისთვის საიმედო ძალა. „დღეს ქართული ჯარისთვის მნიშვნელოვანი დღეა. დღეს თავდაცვის ძალების უფლებამოსილების გადაბარების დღეა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის ძალებისთვის გაძლიერების და განვითარების ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მას ევალება ჩვენი თავდაცვის ძალების ოპერატიული მართვა, დაგეგმვა, მზადყოფნა და მთლიანად განვითარება. მეთაურს…

მეტი...

გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და გაუპატიურების მცდელობისთვის მ.დ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. “სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ 2017 წლის 7 აგვისტოს, მისი ნაცნობის მ.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, რა დროსაც დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა.    აღსანიშნავია, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლომ  2019 წლის 9 ივლისის   განაჩენით მ.დ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6  წლით თავისუფლების  აღკვეთა განუსაზღვრა,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

“3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. “სტაბილური სიტუაცია გვაქვს ისევ. სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 85%-ზე მეტია ინფიცირებულებთან შედარებით. ამ მონაცემებით დადასტურებული კოვიდ შემთხვევები კოვიდ ცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს. 3 ახალი შემთხვევიდან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლები და შემოტანილი შემთხვევა და 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი,” – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე თბილისის ინფექციური საავადმყოფო კოვიდ ინფექციით 22 პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

“მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება ბატონ გენერლებს, სრულიად თავდაცვის ძალებს და თითოეულ ჯარისკაცს” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობით, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ იმ დიდ საქმეს და მოდერნიზაციის პროცესს, რომელიც დავიწყეთ თავდაცვის უწყებაში, ერთად გავაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს საამაყო ჯარს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე განაცხადა. თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება დღეს გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან გადაიბარა. „დღევანდელ დღეს ჩვენ ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რომელიც თავდაცვის ძალებში ინსტიტუციონალურ განვითარებას უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალების დროშის გადაცემა სიმბოლურად გამოხატავს ჯარში თაობათა შორის არსებულ უწყვეტ კავშირს და ურთიერთპატივისცემას. ამ ტრადიციით ჩვენ მომავალ განვითარებას მიღწეულ წარმატებებზე ვაფუძნებთ. დღეს ჩვენ სამხედრო სამსახურიდან ვაცილებთ…

მეტი...

გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება გადაიბარა

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილება ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან გადაიბარა. ცერემონიალი მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ. გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ძალებს 2016 წლიდან მეთაურობდა. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ის თავდაცვის ძალებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა.

მეტი...

“მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები სადაც ქვეყანას დასჭირდება” – ვლადიმერ ჩაჩიბაია

ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლიერებით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელებმაც ჩემი სამსახურის პერიოდში მაქსიმალური გააკეთეს იმისთვის, რომ მე როგორც თავდაცვის მეთაური და თითოეული ჯარისკაცი ყოფილიყო წარმატებული, – ამის შესახებ გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე განაცხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს და ვთვლი, რომ ჩვენი მუშაობის პერიოდში ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის მინისტრს, რადგან მოსვლის დღიდან მისი პრიორიტეტი იყო ჯარისკაცის კეთილდღეობა და სოციალური პირობების გაუმჯობესება. ძალზედ ადვილია ურთიერთობა ადამიანთან რომელიც საქართველოზე არის უზომოდ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 931 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა სულ 794-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2809 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229.

მეტი...

გორში პოლიციელი მოკლეს

წუხელ, საკუთარ სახლში გორში, პოლიციელი დავით სვიანაძე მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი „კვერნაქის“ ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დააკავეს.  როგორც ირკვევა, ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა და ის ქირით სვიანაძის სახლში ცხოვრობდა.  პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.

მეტი...

“ვფიქრობთ, რომ ამ კვირის ბოლომდე უნდა დავასრულოთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები” – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვას აგრძელებს. აღნიშნულ საკითხზე  დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. საარჩევნო ცვლილებები ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება. რეკომენდაციები შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიაკამპანიასა და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს. ამასთან, ცვლილებები ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას და გენდერულ კვოტებს. „დღეს გვექნება პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭისყრა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების და თანმდევი პროექტის. „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან ამ ცვლილებებს რა თქმა უნდა ექნება სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ, უკვე მეორე მოსმენით ჩავატარებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღესვე ან ხვალ და…

მეტი...

„მარტვილის კანიონი, უზარმაზარი კორუფციის ბუდე!“ – როგორ „ატყავებენ“ დამსვენებლებს ვის ჯიბეში ილექება ბუნების საჩუქარზე ნაშოვი ფული?!

„მარტვილის კანიონი, სამწუხაროდ, უზარმაზარი კორუფციის ბუდე!!მაშინ როცა მთავრობა დაგვძახის საქართველოში დაისვენეთო….ვერ ვხვდები, ეს “დასვენება საკუთარი ” ხალხის დამატებით გატყავებაში გამოიხატება?“ – აცხადებს საოპერო მომღერალი თამარ ივერი და კონკრეტულ შემთხვევაზე ყვება.  „გუშინ, სტუმრებთან და ბავშვებთან ერთად ავედი მარტვილის კანიონის სანახავად. 4 კაცი და 2 ბავშვი ვიყავით და თითო კაცზე, ნავის ჩათვლით (ისე რა აზრი აქვს ნაპირებზე სეირნობას)….არც მეტი არც ნაკლები 1 კაცზე 26 ლარი მოგვთხოვეს. უცხოელს 35-40ლარს ვართმევთო. ბავშვები ნახევარი ფასიო (როცა მსოფლიოში 6 წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვება) ერთ ნავში 7კაცი ეტევაო და ანუ….რაღაც 15-20წუთი ნავით, ისიც მხოლოდ პირველ ჩანჩქერამდე “გაფხარკალება”…

მეტი...

70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის დღეიდან პენსია 250 ლარი გახდა

1-ლი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი ხდება (ზრდა +30 ლარი), ისარგებლებს დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი პენსია 300 ლარი იქნება, გამომდინარე იქედან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით. 2021 წლის იანვრიდან, იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება რომლის მიხედვით: ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას…

მეტი...

დღეიდან ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს გაუხსნის

დღეიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მესამე ქვეყნების მოქალაქეებს საზღვრებს გაუხსნის. შეზღუდვა უქმდება საქართველოსთვისაც, რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხოდ აღიარა. „ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებში დაიწყებენ უსაფრთხო სიაში მყოფ ქვეყნებთან შესაბამისი კრიტერიუმების დალაგებას, იმისთვის, რომ ფრთხილად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილება როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. საქართველოს გარდა, ევროკავშირი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში დაკეტილ საზღვრებს უხსნის ალჟირს, ავსტრალიას, კანადას, იაპონიას, მონტენეგროს, მაროკოს, ახალ ზელანდიას, რუანდას, სერბეთს, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისსა და ურუგვაის. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, საქართველოს უცხოელი ტურისტების მიღება 1-ლი ივლისიდან უნდა განეახლებინა. თუმცა გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლა 1-ელ…

მეტი...

აშშ – ში შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღურად 100 000 გახდეს

10 მილიონ ნახევარს აჭარბებს კორონავირუსის მაჩვენებელი მსოფლიოში – ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი შეაჩერა შტატების ნაწილმა. კოლორადოში დაიხურა ბარები და ღამის კლუბები. ნიუ-იორკის გუბერნატორმა კი 16-მდე გაზარდა იმ შტატების სია, საიდანაც ჩასულ მოქალაქეებსაც კარანტინის გავლა მოუწევთ. შტატების წამყვანი ექიმი ენტონი ფაუჩი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ინფიცირების ყოველწლიურმა მაჩვენებელმა 100 ათასს მიაღწიოს. რთული ვითარებაა ლათინო ამერიკის ქვეყნებში. ბრაზილიაში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო სამსახური 8 მილიონამდე ადამიანმა დაკარგა. ლეტალობის შემთხვევები მატულობს მეზობელ სახელმწიფოებშიც. რუსეთში COVID – 19-ს 9 ათასზე, თურქეთში კი 5 ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა. გასულ დღე ღამეში 10 ინფიცირებული გარდაიცვალა სომხეთში და ფატალური…

მეტი...

ბენზინსა და დიზელში დიდი ოდენობით ტყვია და გოგირდი აღმოაჩინეს – სანქციები მკაცრდება

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ინიციატივით, საქართველოში უხარისხო ბენზინის და დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. მიზეზი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების აღმოჩენაა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო  კომიტეტი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ორ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს – ესენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები. “გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ თემატური მოკვლევის შედეგების მიხედვით, ბენზინსა და დიზელში დიდი ოდენობით ტყვია და გოგირდი აღმოაჩინეს,  რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა იმპორტიორმა კომპანიებმა მკაცრად დაიცვან რეგულაციები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იზრდება ჯარიმის ოდენობა კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ისეთი…

მეტი...

“როდესაც მართლმსაჯულებაში უხეშად ჩარევას გთხოვენ,  ეს არის მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება“, – ირაკლი კობახიძე

„8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება. ეს პროცესი მუდმივ რეჟიმში გრძელდება და ამას სჭირდება დაკვირვება. როდესაც მმართველ პარტიას გვთხოვენ მართლმსაჯულებაში უხეშად ჩარევას, ეს არის მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, ბოლო დროს ერთადერთი პოლიტიკოსია დასავლეთიდან, რომელიც  მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“  რურუას გათავისუფლებას. „უკვე საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც,  ცალკეული პოლიტიკოსებისთვისაც გახდა ყველაფერი ნათელი შეთანხმებასთან დაკავშირებით. გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი ამ შეთანხმებას და მის გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცესს. აქედან გამომდინარე, საბაბიც კი აღარ აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ მოეჭიდოს რურუას საკითხს. ქვეყნის განვითარების…

მეტი...