“ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების” – შალვა ნათელაშვილი ქალთა კვოტირებაზე

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი დისკრედიტაციულს უწოდებს ქათლა კვოტირების პროექტს , მისი აზრით უმრავლესობის ინიციატივა შეურაცხმყოფელია:

“ის, რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური. იქნებ იმდენი პოლიტიკოსი ქალი ჰყავს პარტიას, რომ პირველი ათეული კი არა პირველი ოცდაათეული სულ ქალბატონები ჩაწეროს ან იქნებ რაღაც ეტაპზე არც ერთი პოლიტიკოსი, საჯარო მოღვაწეობაზე ორიენტირებული ქალი არ ჰყავს პარტიას და ამ კანონის გამო მაინც უნდა გამოიგონოს და ჩაწეროს? ამის დამწერ იდიოტებს ვეკითხები – ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები? ისე, დაეცემა ტუზი კილაძეს, გუგული მაღრაძეს, ენძელას და სხვა თანავარსკვლავედის წევრებს. ვაი თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც, რა თქმა უნდა,”- წერს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი თემები