ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავარი გარე საფრთხეები დაასახელა

წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ურთულესი უსაფრთხოების გარემო მივიღეთ და ყოველღიურად გვიწევს ბორდერიზაციის პრობლემასთან გამკლავება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს საზღვრების სიახლოვეს მაღალი სიზუსტისა და დიდი სიშორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბაზირების სარაკეტო კომპონენტების არსებობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზები, კერძოდ, მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზები, რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია არღვევს ძალთა ბალანსს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს. გარდა ამისა, გამოწვევაა რეგიონში არსებული ე.წ. „გაყინული კონფლიქტების“ არსებობა, ასევე, სიახლოვე გლობალური ტერორიზმის კერებთან, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი საფრთხეს…

მეტი...

“დესტრუქციული ძალები ჩვენი მთავრობის ეფექტურობის, იმიჯის, დასავლური ღირებულებების პროექტების დისკრედიტებას ცდილობენ” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძირითადი სტრატეგიული ფასეულობებისა და ღირებულებების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაციის მაღალ ხარისხს. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დესტრუქციული ძალები ცდილობენ ჩვენი მთავრობის ეფექტურობის, იმიჯის, საზოგადოების აზრის კონსოლიდირების და რეალურად დასავლური ღირებულებების პროექტების დისკრედიტებას. დაწყებულია და ძლიერდება კიდევ უფრო სხვადასხვა პროდასავლური ორგანიზაციების ლეგენდით, რეალობაში კი, რა თქმა, უნდა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალების მიერ საზოგადოებრივი განწყობების სხვა მიმართულებით შეცვლის პროცესი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში მთელი რიგი ფსევდოდასავლური ორგანიზაციების დესტრუქციული აქტივობაა, რომელთა საქმიანობა ძირითადად ორიენტირებულია სხვადასხვა მიმართულებებზე. „მსგავსი ორგანიზაციების მთავარი ამოცანა,…

მეტი...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომისიის სხდომაზე პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ფინანსური ხელშეკრულებები განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა) და „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) III)“ გააცნო. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავრობამ აპრილის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და 1.5 მილიარდ დოლარის მოზიდვაზე შეთანხმებას მიაღწია. „აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოს დაეხმარება პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში. წარმოდგენილი პირველი ხელშეკრულება არის ამ მოლაპარაკებების ნაწილი,…

მეტი...

საჯარო სამსახურში დისტანციური მუშაობის შესახებ რეკომენდაცია ძალაში რჩება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საჯარო სამსახურში დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას ძალაში ტოვებს. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული. „კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ. ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში“, – ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში და ასევე მითითებულია, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარების საფუძველზე მიიღებს. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე ასევე გადაწყდა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და…

მეტი...

პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

73 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნება და ძალაში მხოლოდ ამის შემდეგ შევა. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი − 500 ლარით დაჯარიმდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან.

მეტი...

“ჩვენს ზოოპარკში ფართოდ არის წარმოდგენილი კავკასია, რაც მსოფლიოში არცერთ ზოოპარკს არ აქვს“ – ზურაბ გურიელიძე

„ზოოპარკის აღდგენა დავიწყეთ კავკასიის ნაწილით, ეს იქნება ჩვენი სავიზიტო ბარათი“, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. გურიელიძის ინფორმაციით ახალი ზოოპარკის ძირითადი ბინადრები კავკასიური ცხოველები იქნებიან. „ტრაგედიის შემდეგ დავიწყეთ ახალი ცხოველების შემოყვანა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე დავიწყეთ ახალი ზოოპარკის მშენებლობა თბილისის ზღვაზე, ჩვენ ზოოპარკს დავაკომპლექტებთ  კავკასიის ნაწილით, რადგან ასეთი ფართოდ წარმოდგენილი კავკასია მსოფლიოში არცერთ ზოოპარკს არ აქვს და ეს უნდა იყოს ჩვენი სავიზიტო ბარათი, ამის მიზეზი არის ასევე, ის, რომ ამ ცხოველებს არ დასჭირდებათ სპეციალური კლიმატი, პირველი პროექტი იყო გერმანიის მთავრობის მიერ დაფინასებული გრანტები, ვოლიერების ასაშენებლად,…

მეტი...

მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი გამკაცრდება

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად, ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის პრესსამსხურის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის წარმომავლობა უცნობია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების ხუთ შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არათუ არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი, არამედ…

მეტი...

შიდა ქართლში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს დადასტურებულ ახალ შემთხვევებს შორის ორი პაციენტი შიდა ქართლიდანაა. კერძოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა გორში მცხოვრებ 47 წლის ქალს. პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაში 31 მაისს მიიყვანეს ბრონქიტის დიაგნოზით. ტესტირების შედეგი უარყოფითი იყო. გუშინ, 11 ივნისს განმეორებითმა ტესტირებამ „კოვიდ-19“ დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი „ემბავუდის“ გორის ფილიალის თანამშრომელია. მეორე პაციენტი კასპის მცხოვრებია. არსებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნის კლასტერია. დღეს საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 697-ს შეადგენს

მეტი...

„ჩვენ შემოგვთავაზეს ორი ვარიანტი, ან უნდა ჩაგველაგებინა ჩემოდანი და დაგვეკარგა სრული ინვესტიცია, ან გამოგვესყიდა მათი სრული უძრავი ქონება“ – „აიკონია კაპიტალის“ დამფუძნებელი სეთ ედვარდ ჩარი

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ საქართველოს სრული მართლმსაჯულების სიტემა არის სრულად კორუმპირებული, აქ არიან რადენიმე პიროვნებები, ვინც გავლენას ახდენენ სასამართლოზე, ჩვენ ვურჩევთ მთავრობას მიაქციოს ყურადღება ამ ხარვეზებს,“  – ამის შესახებ „აიკონია კაპიტალის“ დამფუძნებელმა ედვარდ ჩარიმ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ინვესტორის ინფორმაციით ტერიტორია, რომელზეც დავა მიმდინარეობს ნაგავსაყრელს წარმოადგენდა, როგორც ბიზნესმენი ამბობს ინვესტიცია 10 მილიონ დოლარს შეადგენს. „ჩვენ დავუკავშირდით წარმომადგენელ სენატორს ჰავაის შტატიდან და  მიმდინარე პროცესებს ისიც ადევნებს თვალს. აღნიშნული პროექტი არის მრავალფუნქციური მშენებლობის, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მშენებლობებს და ეს იქნება უზარმაზარი მწვანე ზონა, ჩვენ როდესაც ეს ტერიტორია ავიღეთ წარმოადგენდა ნაგავსაყრელს, ეს იყო პარკინგი…

მეტი...

“ერთნიშნა ციფრები საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა, რომ ვითარება არ გაუარესდეს” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში არსებული კარგი სტატისტიკური მონაცემების შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა რეკომენდაციები და არსებული წესები დაიცვას. მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრები საგანგაშო არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა, რომ ვითარება არ გაუარესდეს. „ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე ტალღა უნდა იყოს შემოდგომაზე. ახლა ლაპარაკია, მოხდება თუ არა ჩვენთან მიღებული შედეგების შენარჩუნება. იმედი გვაქვს, მოხდება, რადგან ერთნიშნა ციფრები არ არის სგანაგაშო მაჩვენებელი, ერთნიშნა ციფრების მოვლა თავისუფლად შეიძლება. ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილიზაცია, არ უნდა გაუარესდეს ვითარება. იმის იმედი გვაქვს, რომ დაავადებათა კონტროლის მუშაობა, რომელიც აქამდე…

მეტი...

„ჩვენ გვებრძვის პიროვნებების ჯგუფი რომლებსაც აქვთ გარკვეული სახის პოლიტიკური კავშირები“ – ინვესტორი, „აიკონია კაპიტალის“ დამფუძნებელი „მედიაცენტრ მთავარში“

2019 წელს თბილისის ძველ იპოდრომთან, ამერიკული სტილის ცათამბჯენი უნდა აშენებუულიყო,  პროექტის განმახორციელებელი იყო ამერიკული კომპანია „აიკონია კაპიტალი“. ქალაქის მთავრობის მიერ პროექტის მხარდაჭერის მიუხედავად, ინვესტირების პროექტი ჩაიშალა მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ინვესტორები აცხადებენ გავლენიანმა პირებმა ინვესტორს ქეშად ნახევარი მილიონი დოლარი მოსთხოვეს. „აიკონიას“ ადვოკატებმა გაეროს საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს და კატეგორიული უარი განაცხადეს საქართველოში ნებისმიერი სახის ინვესტირებაზე. სეთ ედვარდ ჩარი „მედიაცენტრ მთავარში“ საუბრობს,  თუ ვინ და რატომ ჩაშალა პროექტი. „ჩვენ გვებრძვის პიროვნებების პატარა ჯგუფი, ვისაც აქვს გარკვეული სახის პოლიტიკური კავშირები და 2015 წლიდან ხელს გვიშლიან, რომ მოვახდინოთ ინვესტირების განხორციელება და დავასრულოთ ჩვენი პროექტი.…

მეტი...

მაშველებმა მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ საბათლოში, მდინარე ალაზანში მაშველებმა გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო როგორც კახეთის სამშენებლო ჯგუფები, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მყვინთავები. არსებული ინფორმაციით, სამოც წლამდე მამაკაცი მდინარეში მეგობრებთან ერთად გუშინ შევიდა, მაგრამ მდინარემ გაიტაცა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მეტი...

ქუთაისის ინფექციურში კოვიდინფიცირებული ცოლ-ქმარი მოათავსეს, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატა, ისინი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ. პაციენტები კლინიკაში წყალტუბოს კარანტინის სივრციდან გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმღთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი მკურნალობს, ორი კი, ვირუსის სიმპტომებით ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული, მათ ლაბორატორიული კვლევა დღეს ჩაუტარდებათ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული. ამავე მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და საერთო რაოდენობა 697-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3213 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303.

მეტი...

პარლამენტში დღეს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ. როგორც ბიუროს სხდომაზე განაცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. მიმდინარე კვირაში პარლამენტს დღის წესრიგში ჯამში 262 განსახილველი საკითხი აქვს. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს განაგრძობენ და თავდაცვის მინისტრის წლიურ ანგარიშს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. „დაიწყო ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები, ორშაბათს, ბიუჯეტი იქნება წარმოდგენილი ჩვენი ფრაქციის სხდომაზე, სადაც ჩვენ ასევე ვაჩვენებთ საზოგადოებას, რეალურად, რა უნდა გაკეთებულიყო პანდემიის პერიოდში და როგორ უნდა გამოსულიყო ქვეყანა კრიზისიდან. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში და არ…

მეტი...

პირბადის ტარებასთან დაკავშირებული ჯარიმების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება

პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს, ჯერ საკომიტეტო, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი − 500 ლარით დაჯარიმდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან. ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ პირბადის ტარების წესი რამდენჯერაც არ უნდა დაირღვეს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის…

მეტი...

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები 310 539 ლარის ღირებულების რუსული ხორბლის ფიქტიურად მიწოდების თაობაზე, რა გზითაც საკუთარ კომპანიას შეუქმნეს 47 370 ლარის დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის განახორციელა საქონლის ფიქტიური გაწერები, რომელთა მეშვეობითაც შეიქმნა და გამოიყენა დღგ-ის 18 536 ლარის ყალბი აქტივი“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება მიმდინარეობს…

მეტი...