,,აშშ-ის ელჩის განცხადება ოთხეულის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება ე.წ. ოთხეულის მიმართ, შეურაცხმყოფელი იყო. მისი თქმით, “ჩვენ რომ ვფიქრობდეთ”, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილს ავრცელებენ და დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, აქ სრულიად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად”.

,,აქაც უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც სამწუხაროდ, იყო შეურაცხმყოფელი. ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, ხომ? მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ. მაგალითად, სოზარ სუბარი. რაც მას აქვს გაკეთებული, ბევრი ვერ დაიკვეხნის, სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდათ ადამიანებს ეს ყველაფერი. არის მიშა ყაველაშვილი, რომელიც ყოველთვის იყო პრინციპების ერთგული და მებრძოლი. არის დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ასეთი ადამიანები არიან, გარდა მათი ფორმალური სტატუსისა და ელჩის მხრიდან მათზე ითქვა, რომ ისინი ტყუილებს ავრცელებენ და რუსული ტიპის დეზინფორმაციას. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილებს ავრცელებენ და რუსული ტიპის დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, აქ სრულად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად, მაგრამ რეალურად, ამაში არ არის საქმე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

მსგავსი თემები