“ჩვენს ზოოპარკში ფართოდ არის წარმოდგენილი კავკასია, რაც მსოფლიოში არცერთ ზოოპარკს არ აქვს“ – ზურაბ გურიელიძე

„ზოოპარკის აღდგენა დავიწყეთ კავკასიის ნაწილით, ეს იქნება ჩვენი სავიზიტო ბარათი“, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

გურიელიძის ინფორმაციით ახალი ზოოპარკის ძირითადი ბინადრები კავკასიური ცხოველები იქნებიან.

„ტრაგედიის შემდეგ დავიწყეთ ახალი ცხოველების შემოყვანა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე დავიწყეთ ახალი ზოოპარკის მშენებლობა თბილისის ზღვაზე, ჩვენ ზოოპარკს დავაკომპლექტებთ  კავკასიის ნაწილით, რადგან ასეთი ფართოდ წარმოდგენილი კავკასია მსოფლიოში არცერთ ზოოპარკს არ აქვს და ეს უნდა იყოს ჩვენი სავიზიტო ბარათი, ამის მიზეზი არის ასევე, ის, რომ ამ ცხოველებს არ დასჭირდებათ სპეციალური კლიმატი, პირველი პროექტი იყო გერმანიის მთავრობის მიერ დაფინასებული გრანტები, ვოლიერების ასაშენებლად, მურა დათვებისთვის, ასევე ჩამოვიყვანეთ ევროპული ბიზონი, გვყავს ერთ კუზიანი აქლემები, გარდა ამის გვაქვს თავლა და საცხენოსნო კლუბი,“ – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში.

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები