„ჩვენ გვებრძვის პიროვნებების ჯგუფი რომლებსაც აქვთ გარკვეული სახის პოლიტიკური კავშირები“ – ინვესტორი, „აიკონია კაპიტალის“ დამფუძნებელი „მედიაცენტრ მთავარში“

2019 წელს თბილისის ძველ იპოდრომთან, ამერიკული სტილის ცათამბჯენი უნდა აშენებუულიყო,  პროექტის განმახორციელებელი იყო ამერიკული კომპანია „აიკონია კაპიტალი“.

ქალაქის მთავრობის მიერ პროექტის მხარდაჭერის მიუხედავად, ინვესტირების პროექტი ჩაიშალა მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ინვესტორები აცხადებენ გავლენიანმა პირებმა ინვესტორს ქეშად ნახევარი მილიონი დოლარი მოსთხოვეს. „აიკონიას“ ადვოკატებმა გაეროს საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს და კატეგორიული უარი განაცხადეს საქართველოში ნებისმიერი სახის ინვესტირებაზე.

სეთ ედვარდ ჩარი „მედიაცენტრ მთავარში“ საუბრობს,  თუ ვინ და რატომ ჩაშალა პროექტი.

„ჩვენ გვებრძვის პიროვნებების პატარა ჯგუფი, ვისაც აქვს გარკვეული სახის პოლიტიკური კავშირები და 2015 წლიდან ხელს გვიშლიან, რომ მოვახდინოთ ინვესტირების განხორციელება და დავასრულოთ ჩვენი პროექტი. ჩვენი მთავარი მომჩივანი არის ჯამბულ ბახტაძე, მერაბ კახიანი და მერაბ ჯიქია, მათ წამოიწყეს დავა და იმდენი მოახერხეს, რომ სასამართლო განჩინების თანახმად ჩვენი პროექტი არის გაყინული.

აღნიშნულ პიროვნებებს აქვთ კავშირი ორ ყოფილ მოსამართლესთან ერთ – ერთი არის გიორგი შავლეიშვილი და იმდენი მოახერხეს, რომ  ჩვენი პროექტი შეჩერებულია.

ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ 2018 წლის თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ლევან მურუსიძემ გამოიტანა, გადაწყვეტილებაში ჩანს მნიშვნელოვანი მომენტი, სადაც ის არ მალავს, რომ მისი გადაწყვეტილება არის პირადი ინტუიციის საფუძველზე მიღებული,  ეს არის დარღვევა იმ კონვენციის რომელიც 1914 წელს დაიდო ამერიკა საქართველოს შორის.

ამ ეტაპზე ჩვენი საქმე არის უზენაეს სასამართლოში, ივნისში სასამართლომ უნდა იმსჯელოს მიიღებს თუ არა საქმეს უზენაესი სასამართლო წარმოებაში, როგორც ჩვენ ვფიქრობთ ყველა საერთაშორისო სტანდარტებით აღნიშნული საქმე არ არის იმ შესაბამისობის, რომ მიიღონ წარმოებაში, აქედან გამომდინარე ძალაში დარჩება ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენს სასარგებლოდ იქნა გამოტანილი,“ – განაცხადა სეთ ედვარდ ჩარმა „მედიაცენტრ მთავრში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები