პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

73 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნება და ძალაში მხოლოდ ამის შემდეგ შევა.

კანონპროექტით განისაზღვრა, რომ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი − 500 ლარით დაჯარიმდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან.

მსგავსი თემები