“დაუფასებელი მეომარი იყო” – კახა კალაძე სერია A-ს ყველა დროის სიმბოლურში

პოპულარულმა ვებგვერდმა Football-Italia-მ იტალიის სერია A-ს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთელებისგან. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სიმბოლურში კახა კალაძე მოხვდა. „საუკუნის დასაწყისიდან კარლო ანჩელოტის „მილანის“ ერთ-ერთი დაუფასებელი მეომარი. ქართველი ძლიერი და ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ უდავოა, რომ მისი უნივერსალური თვისებები არის ის, რამაც საშუალება მისცა დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე ეთამაშა და „მილანში“ 284 მატჩი ჩაეტარებინა პაოლო მალდინის, ალესანდრო ნესტას, მარკოს კაფუს და იააპ სტამის გვერდით. კალაძის ამ სიაში მოხვედრა ასევე გამართლებულია მისი ტიტულების გამო, რადგან „მილანთან“ ერთად ყველაფერი მოიგო, მათ შორის სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტული, უეფას…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 67 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 67 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 19 მაისის 21 საათიდან 20 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 6 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი…

მეტი...

“საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ საერთოდ არ უნდა არჩევნები ოპოზიციას” – გია ვოლსკი

პაკეტი არის მზად და ველოდებით, რომ სხდომა ჩატარდება სრული შემადგენლობით”-ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი ვარაუდობს, რომ არჩევნების ჩასაშლელად ოპოზიცია მიზეზს ეძებს. “საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ საერთოდ არ უნდა არჩევნები ოპოზიციას, პერსპექტივა ძალიან რთული აქვს. რაც შეეხება გიორგი რურუას თემას, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვერც სასამართლოს და შემდეგ ვერც პრეზიდენტს ვერ უკარნახებს მთავრობა პარლამენტი, ქართული ოცნება, თუ როგორ უნდა მიუდგეს ამ საკითხს, ასე რომ ჩვენ მზად ვართ არჩევნებისათვის. პაკეტი არის მზად და ველოდებით, რომ სხდომა ჩატარდება სრული შემადგენლობით,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეტი...

მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი მოეწყობა

მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი მოეწყობა, – ამის შესახებ დადექალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მზიურის პარკში უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება. „მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს და მერიის ყველა სამსახურს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ულამაზესი სივრცე გამოდის ქალაქში. სტიქიის შედეგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ამ მონაკვეთზე. ძალიან მალე ქალაქს ექნება განახლებული მზიურის პარკი, რომელიც ულამაზესია და ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არა მარტო მათთვის. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ასევე ვამუშავებთ მედიათეკის პროექტს. გარდა ამისა, ვმუშაობთ…

მეტი...

თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებებით ყოველდღიურათ 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავლობაში და აუცილებელია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს. „თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავალობაში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს. პრობლემა, რომელიც ტრანსპორტის მიმართულებით თბილისი-რუსთავის გზაზე არსებობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა და პირიქით, თბილისიდან რუსთავში ჩასვლა უნდა, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. არის ძალიან ბევრი სტუდენტი, ვინც…

მეტი...

თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას ანდრია ბასილაია დაიკავებს

სოფიო ხუნწარიას,რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, ანდრია ბასილაია შეცვლის. ” მინდა წარმოგიდგინოთ, ჩემი ახალი მოადგილის კანდიდატურა, ანდრია ბასილაია. რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. ანდრია სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე იყო დღემდე. წარმატებული ახალგაზარდაა, პროფესიონალი.”-ამბობს კალაძე.

მეტი...

“დედაქალაქში ყვითელი ავტობუსები წლის ბოლომდე სრულად შეიცვლება” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება ყვითელი ავტობუსები. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. „საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი მიდგომები დამოკიდებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები. ​დავიწყეთ არსებული ავტობუსის პარკის განახლება, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა ქალაქისთვის ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და მგზავრებისთვის იყო დისკომფორტი ამ ავტობუსით გადაადგილება. ჩვენ დავიწყეთ მათი ჩანაცვლება და წლის ბოლომდე სრულად იქნება ჩანაცვლებული ეს ყვითელი ავტობუსები. თბილისის ეყოლება „ევრო 6“-ის ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. ჩვენ ამ რეფორმაში გვეხმარება აზიის განვითარების…

მეტი...

პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა დაშვება 21 მაისიდან განახლდება

საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლები მუშაობას 21 მაისიდან „კოვიდ-19“-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში შესვლისას მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა. ამასთან, პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია (ც კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო ბ კორპუსის, მე-2 და მე-3 სართულები). მედიის წარმომადგენლების და მათი რესპონდენტების კომუნიკაციისას ასევე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია. დროებით გაგრძელდება შეზღუდვა მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ისინი განთავსდებიან სპეციალურად მედიისთვის განკუთვნილ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 713 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 – ით გაიზარდა და 475 გახდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევაა გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351 პირი. საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 23 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებულია 35 პაციენტი, საიდანაც 23 კოვიდინფიცირებულია. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „20 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 35 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 23 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 28 პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხება

პროცესზე ბრალდების სამი მოწმე უნდა დაიკითხოს. ისინი ექსპერტ-კრიმინალისტები არიან. გიორგი რურუას ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას რურუას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და მას იარაღი ჩაუდეს. ბრალდების მხარის პოზიციით კი, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც რურუას დანაშაულს ადასტურებს. „დღეს სხდომაზე პროკურორს გამოძახებული ყავს სამი ექსპერტ-კრიმინალისტი. ესენი არიან ის ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც ავტომობილის ჩხრეკაში იღებდნენ მონაწილეობას. აღკვეთის ღონისძების შეცვლაზე აღარ ვაყენებთ შუამდგომლობას, წინაზე დაუსაბუთებელი უარი მივიღეთ და ორი დღის მერე არაფერი შეცვლილა, რომ სხვა გადაწყვეტილება მოვისმინოთ. ჩვენი მიზანი არის სამწუხაროდ არა ის, რომ ამ დარბაზში გადაწყდეს გიორგის თავისუფლების ბედი, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ აშკარა გავხადოთ რომ ის უდანაშაულოა. სასიხარულოა, ევროპარლამენტარები საუბრობენ…

მეტი...

“60 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება” – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ინფრომაციით, მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასმა განაცხადაებით ბანკის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა წელს 5 პროცენტით შემცირდება. „ჩვენი შეფასებით, 60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ეს კი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესის სრულ დაკარგვას ნიშნავს,“ – განაცხადა მალპასმა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკის განსაზღვრებით „უკიდურესი სიღარიბე“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ერთი ადამიანი დღიური საარსებო თანხა 1.90 აშშ დოლარზე ნაკლებია.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა სამედიცინო პრევენციული საშუალებები გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა (ODC), COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი წარმოების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, ამერიკის საელჩოს მხრიდან კი – აშშ-ის თავდაცვის ატაშე – პოლკოვნიკი სტეფან ბეგლი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსი – ვიცე-პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი ჯორჯიის შტატიდან – მაიორი კვინტინ დოლი ესწრებოდნენ.…

მეტი...

სოფელ მუშევანში მცხოვრებ ოთხ პირს კორონავირუსი დაუდგინდა

დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მცხოვრებ ოთხ პირს კორონავირუსი დაუდგინდა. სამი პირის ტესტი, რომელთაც ვირუსი დაუდგინდათ, ეპიდემიოლოგებმა სოფელში გუშინ აიღეს, ხოლო ერთი გასულ დღეებში კლინიკაში იყო გადაყვანილი ინფიცირებულ ახლობლებთან ერთად. სწორედ იქ მოხდა მისგან საკვლევი მასალის აღება. შესაბამისად, მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. გამოსაკვლევად სულ ლაბორატორიაში 97 პირის ტესტი იყო გადაგზავნილი. მათ შორის, 88 ბიოლოგიური ნიმუში სოფელ მუშევანიდან იყო აღებული, ცხრა კი, ქალაქ ბოლნისიდან. ამ დროისთვის, სოფელ მუშევანთან დაკავშირებული კორონავირუსის 54 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. ამ დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი…

მეტი...