სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის დამტკიცდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც მათ 18 მაისიდან მოუწევთ. სწორედ ორშაბათიდანაა ნებადართული ამ პროფილის დაწესებულების მუშაობა. ძირითად რეკომენდაციებს შორისაა შემდეგი სტანდარტები: რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყოფილ უნდა იქნას წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა. საერთო სივრცეში ხუთ კვადრატულ მეტრზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი. ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს. თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების…

მეტი...

პანდემიის შედეგად დაზარალებული, კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განმარტებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული,საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. როგორც ბარკალაიამ ბრიფინგზე განაცხადა, კომპენსაციების მიმღები პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია. მისი განმარტებით, პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ. „თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge. ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები,…

მეტი...

“საკონსტიტუციო ცვლილებას, მე არც ადრე დავუჭირე მხარი და არც ახლა დავუჭერ” – კახა ოქრიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. დეპუტატის თქმით, ის მაჟორიტარულ სისტემას სამართლიანად მიიჩნევს და მისთვის გაუგებარია, თუ ის არადემოკრატიულია, რატომ არ ხდება მაშინ სრული შეცვლა. კახა ოქრიაშვილი არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობაში სხვა მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, ის ვარაუდობს, რომ პროექტს მხარს არც ენზელ მკოიანი დაუჭერს. „ჩემი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, მე არ ვთვლი, რომ ცუდია მაჟორიტარული სისტემა და თუ ცუდია, მაშინ სრულიად უნდა გაუქმდეს. ცუდი რომ იყოს, ამერიკაში, იაპონიაში, საფრანგეთში და 91 ქვეყანაში სრულად მაჟორიტარული სისტემა არ იქნებოდა. უმცირესობა ქვეყნებშია სრულად პროპორციული სისტემა. დემოკრატიულობასთან დაკავშირებული კითხვები…

მეტი...

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ბოლნისში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. გასული 24 საათის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირებული კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევის გამო, საბჭომ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და სოფელ მუშევანთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა, ანალოგიური რეჟიმი დაწესდა სოფელ გეტაში.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს, მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება. მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლონ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ზედმიწევნით აღსრულება მუშევანსა და გეტაში, რათა შესაძლო გართულებები თავიდან იყოს აცილებული. სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი…

მეტი...

აპრილში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 58.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.1 მლნ აშშ დოლარი (250.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.3%-ით (58.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.6% იმ 12 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 89.0% მოდიოდა. 2020 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.0 მლნ აშშ დოლარი (31.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აპრილის (19.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47.7%-ით ნაკლებია.

მეტი...

იმედი მაქვს, პირველი ივნისიდან შევწყვეტთ კოვიდთან ბრძოლას და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დაახლოებით შვიდი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, ამ დროისთვის კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 47 პაციენტი. აქედან კოვიდინფიცირებულია 38 შემთხვევა. დღეს კლინიკიდან ეწერება ერთი პაციენტი. ველოდებით რამდენიმე პასუხს და ალბათ დღის მეორე ნახევარში დაგვემატება ოთხი გამოჯანმრთელებული. დაახლოებით ექვსი-შვიდი დღეა, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია. რეანიმაციაში ორი პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა სტაბილურია. შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაეწერება სახლში, შინ მოვლის პირობებში. ერთი პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია, რჩება მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აქედან ორი…

მეტი...

საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. მიმდინარე წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 206.1 ლარი იყო, აპრილში კი, ეს მაჩვენებელი 199.6 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მარტთან შედარებით აპრილში 5.8 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 176.8 ლარს შეადგენს. 10 ლარითა და 90 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 334.8 ლარზე დაფიქსირდა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, სულადობის მიხედვით, მარტში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 176.8 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 282.8 ლარით, სამსულიანი – 318.2 ლარით, ოთხსულიანი –…

მეტი...

წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების რაოდენობა 17.6 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 17.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საქსტატის ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.8 პროცენტი  31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.0 პროცენტით არის შემცირებული. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 883.8 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2 პროცენტით არის შემცირებული. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 765.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც…

მეტი...

„დარჩი სახლში“, ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინე” – მარინა ეზუგბაია

„დარჩი სახლში“- ასეთი კატეგორიულები არა ვართ, მაგრამ დარჩი სახლში, თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინე, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ შეზღუდვებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა. როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, მიღებული უნარ-ჩვევები უნდა გამოვიყენოთ. „თვითშეზღუდვები დავიწესოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ. ჩვენს თვითშეზღუდვებზე არის დამოკიდებული შემდგომში ამ დაავადების გავრცელება ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, „დარჩი სახლში!“- ასეთი კატეგორიულები არა ვართ, მაგრამ დარჩი სახლში, თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკის ორ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების კლინიკის ორ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა, მათ ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. „ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ესენი არიან 41 წლის მამაკაცი ფოთიდან და სამი წლის გოგონა ოზურგეთიდან. ორივე მათგანის სინჯი გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა. მისი ინფორმაციით, ორივე პაციენტი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

მეტი...

“მისასალმებელია, რომ ქართული ბიზნესი უცებ გადაეწყო და გაზრდილ მოთხოვნას უპასუხა” – ნათია თურნავა

იმ დროს, როდესაც ქვეყანა ემზადება, რომ უმასპინძლოს პირველ უცხოელ ტურისტებს და ზოგადად, ჩვენი ეკონომიკა ეტაპობრივად იხსნება, ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესმაც და მოსახლეობამაც უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას. ამ მხრივ, პერიოდულად დეზინფექციის ჩატარება აუცილებელია. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ ქართული ბიზნესი უცებ გადაეწყო და გაზრდილ მოთხოვნას უპასუხა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მცხეთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი ორი საწარმოს – „ეკო ბოჰემიასა“ და „ელექსირის“ სამუშაო პროცესის გაცნობის შემდეგ. ეკონიმიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ეკო ბოჰემია“, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო ჰიგიენური საშუალებების მსხვილი მწარმოებელი იყო, ამჟამად საქართველოს ბაზრისთვის ხელის ანტისეპტიკურ საშუალებებსა…

მეტი...

“17 არის ბოლნისის ორი სოფლიდან – გეტა და მუშევანი, დანარჩენი ორიდან ერთი მედპერსონალია, ერთი – საკარატინო სივრციდან” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი მედპერსონალია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 19-დან 17 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ინფექციურში მყოფი კიდევ ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა. „ბოლო 24 საათში დაგვემატა 19 დადასტურებული შემთხვევა, 10 გამოჯანმრთელებული. ამჟამად კოვიდცენტრებში 266 პაციენტი მკურნალობს. 19 ახალი პაციენტი ყველა ცნობილი წყაროა, აქედან 17 არის ბოლნისის ორი სოფლიდან – გეტა და მუშევანი, დანარჩენი ორიდან ერთი მედპერსონალია, ერთი – საკარატინო სივრციდან, ანუ წყარო ყველასი ცნობილია. ჩვენთან სამი ახალი პაციენტია ბოლნისიდან, ერთი ოჯახის სამი წევრია, მათი მდგომაროება,…

მეტი...

ბოჭორიშვილის კლინიკის ექვს ახალ პაციენტს შორის სამი მცირეწლოვანია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტიდან ხუთი ბოლნისიდან, ერთი კი კარანტინიდან არის შემოყვანილი, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 65 პაციენტი. აქედან 56-ს აქვს დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი. 56-დან ათი არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. ექვსი ახალი პაციენტია გადმოყვანილი დადასტურებული დიაგნოზით – ხუთი არის ბოლნისის კლასტერი, ერთი კარანტინის კლასტერიდან. მათ შორის სამი მცირეწლოვანია და მათი მდგომარეობა არის ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმის. ამასთან, ექვსი პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორი მოზრდილი გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მეტი...

„ვირუსი კაცობრიობის საერთო მტერია, ის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება გაჩნდეს“ – ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

 “დღევანდელ სიტუაციაში ჭორები უფრო საშიშია, ვიდრე ვირუსი. იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს ვირუსის წყარო, ზოგიერთები ამპარტავნული, მიკერძოებული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის განზრახ ჩირქს სცხებენ ჩინეთს, რაც ფაქტების და მეცნიერების უპატივცემულობაა, უფრო მეტად კი  ჩინელი ხალხის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გაღებული უზარმაზარი ძალისხმევისა და მსხვერპლის შეურაცხყოფაა, რაც ჩინეთისთვის დაუშვებელია” – აცხადებს ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან.“ რა პრობლემები შექმნა ე.წ. ჩნურმა ვირუსმა; როგორ უმკლვდება  პანდემიას და როგორ „ცოცხლდება“  ქვეყანა; როგორ გაგრძელდება ორი ქვეყნის ურთიერთობა და რა ეკონომიკურ ზარალს განიცდიან ქვეყნები – ამ და სხვა საკითხებზე „მედიაცენტრი მთავარი“   ჩინეთის ელჩი საქართველოში…

მეტი...

ბოლნისში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდგინდა. ბოლნისში დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსის ინფექცია კიდევ ორ პირს დაუდგინდა. დადასტურებული შემთხვევები სოფელი მუშევანიდან არიან, სადაც 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ამ სოფელში უკვე 38 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გუშინ საღამოს მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით კი, სოფელ მუშევანში კორონავირუსი შვიდ პირს, სოფელ გეტაშიკ ი, რვა პირს დაუდგინდა. სოფელ გეტაში ზომები დღეს დილიდან გამკაცრდა და საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო. სოფელში შესვლა და გამოსვლა მკაცრად შეზღუდულია. ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის 139 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 49 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსისგან კიდევ ათი პაციენტი გამოჯანმრთელდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 671 შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელს ოთხით აღემატება. მათივე ინფორმაციით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 393 პირი. შესაბამისად, დღეის მონაცემებით, საქართველოში კიდევ ათი პაციენტი განიკურნა. ამ მომენტისთვის სტაციონარებში „კოვიდ 19“-ზე 266 ადამიანი მკურნალობს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383 მოქალაქე. ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი.

მეტი...

„ეს ეპიდემის გავრცელებასთან ნაკლებად არის დაკავშირებული“ – ეკატერინე ტიკარაძე ბოლნისის შემთხვევბზე

საქართველოს პიკი არ ჰქონია და ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება, რაშიც მთელი მსოფლიო იმყოფება,-ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის განმარტებით ბოლნისის გუშინდელი შემთხვევბი არ ნიშნავს დაავადების გავრცელების საშიშროებას. “იმ პერიოდში, როდესაც ბევრად მეტი, დღეში 20-30 ადამიანის დაინფიცირება ხდებოდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ამ პერიოდის გავლის შემდეგ, მაისის დასაწყისში გვექნებოდა გამოჯანმრთელებულთა მეტი რაოდენობა, ვინაიდან წინა პერიოდში დაინფიცირებულთა მეტი რაოდენობა იყო და ეს ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ეს ეპიდემიის გავრცელებასთან ნაკლებად არის დაკავშირებული და უფრო მეტად დაკავშირებულია იმ წინა პერიოდთან, რომლისგანაც დღევანდელი გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გამომდინარეობს“, – განაცხადა…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ამსტერდამიდან დაბრუნდებიან

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღევანდელი რეისით საქართველოში ჩამოვა 181 თანამემამულე, რომელთა უმრავლესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-იდან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, კატარიდან და საფრანგეთიდან. მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, მცირეწლოვნები, ხანდაზმულები, მძიმე დაავადებების მქონე პირები და მეზღვაურები. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ფრენები შესრულდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან,…

მეტი...

“15 მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 20 302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 11 046” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 20 302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11 046 მოქალაქე. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს…

მეტი...