ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკის ორ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების კლინიკის ორ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა, მათ ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.

„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ესენი არიან 41 წლის მამაკაცი ფოთიდან და სამი წლის გოგონა ოზურგეთიდან. ორივე მათგანის სინჯი გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ორივე პაციენტი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

მსგავსი თემები