“ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიოს” – ირაკლი ბერაია

“საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიოს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, COVID-19-ის გამო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მძიმე ვითარებაა შექმნილი.

„ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი არის მძიმე ვითარება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამას ართულებს ოკუპაციით გამოწვეული შეზღუდვები, პრობლემები არის ასევე როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებას აქვს მზაობა და აღებული აქვს სრული პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ყველა სათანადო მომსახურებით, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებით. ამას ჩვენ წლებია ვაკეთებთ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენ, ასევე მზად ვართ, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ადგილზე მათთვის დახმარების გაწევის კუთხით, მთავარია ამ შემთხვევაში საოკუპაციო ძალამ ხელი არ შეუშალოს ამ ნაბიჯებს“, – განაცხადა ბერაიამ.

მსგავსი თემები