“სრულიად შესაძლებელია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომაზე დადგეს” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომაზე დადგება.

მან იმედი გამოთქვა, რომ შესაძლო მეორე ტალღის საფრთხის შემსუბუქება შესაძლებელი გახდება აგრესიული ტესტირების მცდელობებისა და ჯანმრთელობის დაცვის მზადყოფნით.

„როდესაც ამბობთ გაქრება თუ არა ვირუსი, ბევრჯერ მითქვამს ეს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არ მოხდება, რადგან ეს ძალზედ გადამდები ვირუსია. მომდევნო თვეების განმავლობაში სულ რომ კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ ის, სავარაუდოდ, მეორე ტალღა იქნება სადმე მსოფლიოში, რაც საბოლოოდ ჩვენამდეც მოაღწევს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 200 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 80 897 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები