მარნეულში გუშინ აღებული 303 ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია

მარნეულის მერი ზაურ დარგალი აცხადებს, მარნეულში გუშინ აღებული 303 ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია. „მოგახსენებთ, რომ მარნეულში მიმდინარეობს „პისიარ“ კვლევა იმ ადამიანების, ვინც ყოველდღიურად მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში არიან. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. გუშინდელი პასუხები გვაქვს კარგი და იმედია, მომდევნო დღეებშიც ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა ზაურ დარგალმა. შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის მხოლოდ ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 615 შეადგინა, აქედან 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

„ვიდეოკადრები და მოწმეეები ადასტურებენ, რომ მკოიანს პეტრისიანი დამიზნებით ესროდა“ – ადვოკატი

ოჯახის ადვოკატი პროკურატურის მხრიდან სამველ პეტროსიანისთვის წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. როგორც ტარიელ მურმანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს იყო განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში. „პეტროსიანთან დაკავშირებით ბრალდებას არ ვეთანხმებით. კერძოდ, მისთვის ბრალად უნდა წარედგინათ 19,108-ე მუხლი, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ნიშნავს. ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პეტროსიანი ენზელ მკოიანს მიზანმიმართულად, დამიზნებით ესვრის. თან, რამდენჯერმე. ეს ხულიგნობა არ არის. ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა. თუ სიღრმეებში ჩავალთ, განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“ – განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, ახალქალაქში სამველ პეტროსიანმა ენზელ მკოიანს ესროლა. მას ბრალი…

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციაში ოთხი პაციენტი რჩება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში ოთხი პაციენტი რჩება. კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. „ორის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან სპონტანურ სუნთქვაზე, ოქსიდენდამოკიდებულებით. ერთი პაციენტი არის რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით უფრო სტაბილურია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის გამარტივებულ რეჟიმზეა. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, უარყოფითი დინამიკა არც ერთ მადგანთან არ ფიქსირდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

გუდაურში მკვლელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილს ბრალდება დაუზუსტდა

დაბა გუდაურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მერაბ კობიაშვილს ბრალდება დაუზუსტდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ექვს პირს  ბრალდება წარედგინა. „მ.კ.-ს ბრალდება 2020 წლის 06 მაისს, მას შემდეგ დაუზუსტდა, რაც გამოძიების მიერ დაზარალებულ მ.უ.-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იქნა მოპოვებული. მ.კ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან და 108-ე მუხლთან ერთად ბრალდება  ძალადობისთვის – 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაც წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16…

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ორსულის ტესტის პასუხებს ელოდებიან

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ დამატებია. ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 58 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება საეჭვო შემთხვევებს, კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, რამდენიმე ორსულის ტესტის პასუხებს ელოდებიან. „არც ერთი ახალი შემთხვევა ამ ეტაპამდე ჩვენს კლინიკაში არ შემოსულა. შემოსულია რამდენიმე ორსული და ველოდებით ლუგარიდან მათ პასუხებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ორ ორსულს, რატიანის განმარტებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. „ხდება როგორც ქალბატონების, ისე ნაყოფების მონიტორინგი. მათ სიცოცხლესა და ნაყოფს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“,- დასძინა ლევან რატიანმა.

მეტი...

“დედამთილი რძალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2- დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სახლში მცხოვრებ რძალს, შვილის მეუღლეს – 1990 წელს დაბადებულ მ.კ.-ს. -ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ა.-მ რძალს აღნიშნულ ფაქტამდეც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც…

მეტი...

“დამიზნებით სროლა დეპუტატის მოკვლის მცდელობით” – ვიდეოკადრები, როგორ ესვრიან ენზელ მკოიანს

მკოიანების ოჯახის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ვიდეოკადრები წარმოადგინა, სადაც ჩანს ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირება, თუ როგორ უმიზნებს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრის მას პოლიციისს ყოფილი უფროსი სამველ პეტროსიანი.   რაც შეეხება მომხდარი დაპირისპირების ისტორიას, როგორც ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, ამბავი შემდეგია: „26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, სამველ პეტროსიანმა  მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ენზელ მკოიანის ძმისშვილს, 12-ე კლასის მოსწავლეს ა.მ-ს. ამ საკითხზე იმავე დღეს,  გეორგი პეტროსიანი, (სამველის შვილი) მეგობრებთან ერთად სიტყვიერად დაუპირისპირდა მასთან “მხოლოდ სასაუბროდ შეხვედრაზე მყოფ” ა.მ-ს ბიძაშვილს კარაპერტ მკოიანს, რომელსაც ახლდა თავისი ნათესავები. დაპირისპირება მოხდა გეორგი პეტროსიანის კაფე “გოლდის“ და…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 77 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 77 ახალი ფაქტი გამოვლინდა.პოლიციამ, 6 მაისის 21 საათიდან 7 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 მოქალაქე დააჯარიმა.გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 7 მოქალაქე დააჯარიმეს.პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა…

მეტი...

ბათუმის ცხელების ცენტრებში 30 მოქალაქის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ბათუმის ცხელების ცენტრებში დილიდან ჰოსპიტალიზებულია კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე 30 პაციენტი. მათ უკვე აუღეს ანალიზები და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გამოკვლეულია 5000-მდე პირი, მიმდინარეობს მიზნობრივი კვლევებიც, რომელთა რაოდენობა დღე-ღამეში 300 პირს აღემატება. მიზნობრივ კვლევებში მალე ჩაერთვებიან ფარმაცევტები, სუპერმარკეტების თანამშრომლები და სხვა რისკჯგუფების წარმომადგენლები.

მეტი...

“თუ ასე გაგრძელდება, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაბრკოლება გადავლახეთ” – მარინა ეზუგბაია

საქართველოში ბოლო ორი დღეა, კორონავურუსის ახალ დადასტურებულ შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბაიას განცხადებით, თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქვეყანამ დაბრკოლება გადალახა. თუმცა, ეზუგბაიას თქმით, პროგნოზების გაკეთება ჯერ მაინც რთულია. „დიდი იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება.თუ ასე გაგრძელდება, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაბრკოლება გადავლახეთ. ვნახოთ, რა იქნება, პროგნოზირება რთულია. თუ ჩვენ სწორად მოვიქცევით ყველა, მთელი ვერტიკალი და მოსახლეობა, იმედია, ასეთ მონაცემებს შევინარჩუნებთ და ეს ალბათ იქნება საწინდარი იმისა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ალბათ ეპიდემიას დავძლევთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

“ბოლო წლებში საშუალო წლიური ხუთ პროცენტამდე ზრდა არ არის პატარა მაჩვენებელი” – ივანე მაჭავარიანი

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ბოლო წლებში სტაბილურად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებდა. „ბოლო წლებში საშუალო წლიური ხუთ პროცენტამდე ზრდა არ არის პატარა მაჩვენებელი. აქედან, ბოლო ორი-სამი წელი გვქონდა ხუთ პროცენტზე ზემოთ. გასულ წელს ხშირად მესმოდა, რომ ხუთი პროცენტი არ არის საკმარისი და რომ ჩვენს ქვეყანას მეტი სჭირდება. ახლა ამ კრიზისმაც გვაჩვენა, რომ ასეთი ზრდის მიღწევა იოლი არ არის და საკმაო დრო დაგვჭირდება. ბევრი ქვეყანა ინატრებს, ამ ნიშნულზე ავიდეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შედარებით მალე დავუბრუნდებით ზრდის იმავე…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს სამი გამოჯანმრთელებული დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი დატოვებს. შედეგად კლინიკას უკვე 32 გამოჯანმრთელებული ეყოლება. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, წუხელ ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეყვანილ პაციენტს კორონავირუსი სეროლოგიური კვლევით აქვს დადასტურებული, არ აქვს არავითარი სიმპტომი და ანალიზი მხოლოდ კარანტინის ვადის ამოწურვის გამო აუღეს. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, შუახნის ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მეტი...

„მე შევიტყვე, რომ ოპერატიული შტაბი ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი მუშაობს გააგრძელებს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „მე შევიტყვე, რომ ოპერატიული შტაბი ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ხალხმა თქვა, რომ მან მუშაობა უნდა გააგრძელოს. ასე რომ, ასეც იქნება. ჩვენ ამ შტაბში რამდენიმე ადმიანს დავამატებთ კიდეც“, – განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბის ორი-სამი ახალი წევრის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბს ხელმძღვანელობს ვიცეპრეზიდნეტი მაიკ პენსი. შტაბის წევრებს შორის არის აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი მუშაობას შეწყვეტს.

მეტი...

“ყველა ახალი დაინფიცირებულის წყარო ცნობილია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ხუთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. მისივე თქმით, აქედან სამი კლინიკებში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პაციენტები არიან. „რაც შეხება ხუთ ახალ დადასტურებულ შემთხვევას, ყველას წყარო ცნობილია. სამი აქედან საკარანტინო სივრციდაანაა, გრძელდება მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ. რაც შეეხება თავად ინფექციურის მონაცემებს, ეზუგბაია ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს. მისივე განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დამატებია. გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო გუშინ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ჯამში ინფექციურს 79 განკურნებული პაციენტი…

მეტი...

პაულო დიბალა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ მორიგი ტესტი ჩააბარა კორონავირუსის ინფექციაზე. არგენტინელმა ორმაგი ტესტრირება გაიარა და შედეგი უარყოფითი იყო. ამ მომენტისთვის, ფეხბურთელი სრულად გამოჯანმრთელდა და აღარ არის ვალდებული დაიცვას კარანტინი სახლის პირობებში. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის განმავლობაში, დიბალას შესახებ სამჯერ გავრცელდა ინფორმაცია ჯერ გამოჯანმრთელებისა და შემდეგ განმეორებით დაინფიცირების შესახებ. დიბალამ ამ სეზონში სერია A-ში 24 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 275-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –485 პირი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 615 – მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5002 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485.

მეტი...

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 1 284 ადამიანს დაუდასტურდა. გუშინ ეს მაჩვენებელი 947 იყო, ხოლო 5 მაისს 680. საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა 166 091 ადამიანს. ბოლო 24 საათში ვირუსს გერმანიაში 123 ადამიანი ემსხვერპლა. სულ „კოვიდ-19“-ის შედეგად გამოწვეული გართულებებით ქვეყანაში 7 119 ადამიანი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ძალაში 5 ივნისამდე დარჩება, თუმცა კარანტინის რეჟიმი ეტაპობრივად შემსუბუქდება.

მეტი...

კარანტინის იდეის ავტორმა, კარანტინი დაარღვია

ბრიტანელმა პროფესორმა, რომლის რეკომენდაციითაც დიდ ბრიტანეთში მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს, კარანტინი თავად დაარღვია. ამის შესახებ “ბიბისი” წერს. გამოცემის ცნობით, საუბარია ეპიდემიოლოგ ნილ ფერგიუსონზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან მოქმედი საბჭოს წევრი იყო. როგორც „დეილი ტელეგრაფმა“ დაადგინა, კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის პერიოდში პროფესორთან სულ მცირე ორჯერ იმყოფებოდა მეგობარი ქალი. მომხდარის გამო ფერგიუსონმა საბჭო დატოვა. სკოტლანდ იარდში პროფესორის საქციელს „სამწუხარო“ უწოდეს, თუმცა ჯარიმის გამოწერაზე უარი თქვეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ფერგიუსონის მიერ მთავრობასთან მოქმედი საბჭოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას „სწორი ნაბიჯი“ უწოდა. ფერგიუსონი თავადაც იყო „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული. თავის განცხადებაში პროფესორმა ბოდიში მოიხადა. „მე ვიხელმძღვანელე იმით, რომ ტესტის დადებითი შედეგის შემდეგ ორი კვირა სახლში, მკაცრ კარანტინში გავატარე და იმუნიტეტი…

მეტი...

“7 მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 19,215 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 9,815” – საგარეო უწყება

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, 2020 წლის 7 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,215 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 9,815 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უწყების ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში…

მეტი...

“საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება” – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება „კოვიდ-19“-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს „კოვიდ-19“-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ, მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ამასთან, ცერცვაძის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში გრძელდება კლინიკური კვლევები „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტებისა და ახალი სამკურნალო მიდგომების დასადგენად. მათ შორის, ერთ-ერთი მიდგომაა პაციენტის სისხლში ციტოკინებისა და სხვა ანთებითი მედიატორების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას პლაზმაფერეზის და/ან ექსტრაკორპორული „სისხლის გაწმენდის“ საშუალებით სხვადასხვა ფილტრისა და სორბენტის გამოყენებით. „აღნიშნული ციტოკინები და ანთების მედიატორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ COVID-19-ის პათოგენეზში, ხშირად განაპირობებენ დაავადების სიმძიმეს და ზოგჯერ ლეტალურ გამოსავალსაც. შესაბამისად სისხლში მათი რაოდენობის შემცირება ერთ-ერთ პერსპექტულ მიდგომად…

მეტი...