გუშინ ხდებოდა აღვირახსნილი თავდასხმა მშვიდობიან მომიტინგეებზე – გიორგი ვაშაძე

63 დაკავებული და 11 დაშავებული, მათ შორის, 6 სამართალდამცველი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 11-ვე დაზარალებულს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, თუმცა მათმა ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.

ჯერჯერობით, პარლამენტთან არ არიან შეკრებილები აქციის მონაწილეები. შენობასთან მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან. ოპოზიციამ აქცია დღესაც დააანონსა.

როგორც ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გუშინ მშვიდობიან მომიტინგეებზე აღვირახსნილი თავდასხმები განხორციელდა.

,,გუშინ ხდებოდა აღვირახსნილი თავდასხმა მშვიდობიან მომიტინგეებზე. უამრავ ადამიანს გაუსწორდნენ ფიზიკურად. ჩვენ შევალთ საპარლამენტო სხდომაზე და ლევანის გადაწყვეტილებაა, რომ ისიც დაესწრება ამ სხდომას”, – გიორგი ვაშაძე.

მსგავსი თემები