პარლამენტი რუსული კანონის განხილვას აგრძელებს – პაპუაშვილი დეპუტატებს გაფრთხილებას აძლევს და მიკროფონს უთიშავს

საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის განხილვა გრძელდება. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი წარადგენს. მანამდე სხდომათა დარბაზში ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება იყო.

სალომე სამადაშვილმა და არმაზ ახვლედიანმა, ასევე ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ნაცემია, კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოწოდება კანონის გაწვევის შესახებ.

პაპუაშვილმა სამადაშვილსა და ოქრიაშვილს მიკროფონი გაუთიშა, შემდეგ იგივე გააკეთა გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში, რადგან, მისი თქმით, დეპუტატები კითხვას არ სვამენ.

მსგავსი თემები