ბათუმის ცხელების ცენტრებში 30 მოქალაქის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ბათუმის ცხელების ცენტრებში დილიდან ჰოსპიტალიზებულია კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე 30 პაციენტი. მათ უკვე აუღეს ანალიზები და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გამოკვლეულია 5000-მდე პირი, მიმდინარეობს მიზნობრივი კვლევებიც, რომელთა რაოდენობა დღე-ღამეში 300 პირს აღემატება.

მიზნობრივ კვლევებში მალე ჩაერთვებიან ფარმაცევტები, სუპერმარკეტების თანამშრომლები და სხვა რისკჯგუფების წარმომადგენლები.

მსგავსი თემები