კარანტინის პერიოდში დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს

ინდოეთში, ჩატისგარჰის შტატის ქალაქ რაიპურში დაბადებულ ტყუპებს მშობლებმა კორონა და კოვიდი დაარქვეს.

სამკვირიანი კარანტინის პერიოდში დაბადებული ტყუპებიდან ერთი გოგონაა და მეორე ბიჭი. კოვიდი ბიჭს დაარქვეს, ხოლო კორონა გოგონას.

“ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და მე და ჩემს ქმარს გვინდოდა, ეს დღე დასამახსოვრებელი ყოფილიყო”, – ამბობს ტყუპების დედა.

მშობლები ამბობენ, რომ შესაძლოა, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალონ და ბავშვებს სახელები შეუცვალონ.

მსგავსი თემები