კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს ზუგდიდის მერიის თანამშრომლებიც გადარიცხავენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს ზუგდიდის მერიის თანამშრომლებიც გადარიცხავენ. 

ამასთან, მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 1400-მდე შეჭირვებულ ოჯახს, ასევე შშმ პირებს ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად ეხმარება. დღეს ამ ოჯახებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადაეცემათ.

მისი თქმით, წუხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კომენდანტის საათის დარღვევის გამო ექვსი ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

მსგავსი თემები