კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკას ცოტახანში დატოვებს

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სოლოღაშვილი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე წუთში დატოვებს და თვითიზოლაციაში გადაინაცვლებს.

მაია სოლოღაშვილის თქმით, ამ დროისთვის ბოჭორიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში სულ 11 ინფიცირებული იმყოფება. მათ შორის ორი ახალი პაციენტია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანის შემთხვევა ქვეყნის შიგნით გადაცემას უკავშირდება.

დღეს კლინიკაში ოთხი პაციენტის ტესტების შედეგებს ელოდებიან. რამდენიმე დღეში განმეორებითი ანალიზები ჩაუტარდება რამდენიმე კვირის წინ ბოქსირებულ სექტორში მოთავსებულ ორ პაციენტსაც.

მსგავსი თემები