საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვის წესი

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი სპეციალური წესის მიხედვით უნდა დაიკრძალოს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებითა და მისი N16 დანართით არის განსაზღვრული.

აღნიშნული წესის თანახმად, გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით. მისი გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია;

საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება;

COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები

მსგავსი თემები