საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, 99 ადამიანია გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, 17 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. „თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის , მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში,…

მეტი...

“საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ პროცენტად ითვლება” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია. „ჯერჯერობით ისევ 4 ბავშვია, როგორც იყო 0-დან 14-წლამდე სხვადასხვა ასაკით. ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია, მდგომარეობა უცვლელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ. კითხვაზე, ითვლება თუ არა დაავადების მაღალ მაჩვენებლად არასრუწლოვანთა რაოდენობა, ეზუგბაია პასუხობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით კი. „ეს შედარებით მაღალ პროცენტად ჩაითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჯერ ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება, თავისთავად ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება ალბათ, იმ მონაცემებს რაც დადებულია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

„შეუძლებელია მსგავს გლობალურ გამოწვევას მთავრობამ უპასუხოს მარტო -საქართველო, სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები, ისევე როგორც მსოფლიო, ამ გამოწვევასაც მოვერევით“ – გიორგი გახარია

„მაქსიმალურად ვცდილობთ, მოქალაქეები გვყავდეს ინფორმირებულები, ამიტომ იყო სწორედ ეს sms გზავნილები დაწყებული ახლა, როდესაც ვნახეთ, შევაფასეთ და გადავწყვიტეთ, რომ მასობრივად იყო გასავრცელებელი“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, COVID-19 არის გამოწვევა, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ ჰქონია არც მისი გავრცელების სისწრაფით, არც გლობალური მასშტაბის და მოცულობის თვალსაზრისით. „ყველა რეცეპტი, რომელსაც დღეს სხვადასხვა ადამიანები აჟღერებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი აზრი.  დღეს არ არსებობს, საქართველოს კი არა, ჩვენზე ბევრად უფრო ეკონომიკურად და მეცნიერულად ძლიერ ქვეყნებს არ აქვთ ზუსტად, მიზეზშედეგობრივი კავშირებით შექმნილი გეგმა, რა იქნება ხვალ და…

მეტი...

“ჩვენი ამოცანაა, ავიცილოთ ფასების უსაფუძვლო მატება” – ლევან დავითაშვილი

“ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ყველა იმ რგოლთან, რომელიც მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაშია ჩართული” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მსხვილი სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებთან მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა ქვეყანაში სასურსათო მარაგებისა და ფასების რეგულაციის საკითხები კიდევ ერთხელ განიხილა. „ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, ავიცილოთ ფასების უსაფუძვლო მატება და, მეორე მხრივ, არ გვქონდეს წყვეტა სურსათის მიწოდებაში. მონიტორინგი ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, რათა სიტუაცია იყოს მართული და მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ. განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, საქართველოს სავაჭრო ქსელების მომარაგების სისტემა სხვაგვარია. არანაირი წინაპირობა იმისა, რომ მომარაგებაში…

მეტი...

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის საგენგებო მდგომარეობის შესახებ. “არაერთ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და შეიზღუდა ადამიანის გარკვეული უფლებები.საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სახელმწიფოს მეტ შესაძლებლობას აძლევს, რომ მოკლე ვადაში მოაგვაროს კრიზისით გამოწვეული პრობლემები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება და მის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გაეცანით რა უფლებები შეიძლება შეგვეზღუდოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში და როგორია უკანასკნელ პერიოდში საზღვარგარეთის ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკა.   როდის და როგორ ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება?მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის…

მეტი...

„რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს მაგრამ კრიტიკულ ზღვარს არ ველოდებით“ – დიმიტრი ხუნდაძე

„დაცვის მექანიზმები გაძლიერდება, საგანგებო მდგომარეობის წესთა უმრავლესობა უკვე მოქმედებს” – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. ხუნდაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა საგანგებო რეჟიმზე გადავა. „რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ კრიტიკულ ზღვარს არ ველოდებით. ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები და ყველა სცენარისთვის მზად. საგანგებო მდგომარეობა საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდება.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მეტი...

„მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ უნდა გავიაზროთ, რომ ხვალ გამოწვევები იქნება ერთმნიშვნელოვნად უფრო რთული, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით, ამ გამოწვევებს ვუპასუხებთ“ – გიორგი გახარია

„ჩვენ ყველამ ერთად, მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ უნდა გავიაზროთ, რომ ხვალ გამოწვევები იქნება ერთმნიშვნელოვნად უფრო რთული, ყველას უნდა გვესმოდე,რომ ხვალ, ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ, გაგვეზრდება, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით, ჯანდაცვის სისტემის, სამოქალაქო სექტორის, სამოქალაქო პასუხისმგებლობით, სახელმწიფოს ვალდებულებებით მოქალაქეების წინაშე, ჩვენ ამ გამოწვევებს ვუპასუხებთ“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ხელისუფლებას აბსოლუტურად გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა და დარწმუნებულია, რომ პროცესს მართავს. „ამ გამოწვევასაც დავძლევთ. მთავარია, გვჯეროდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო, ქართველი ერი, ვერასოდეს ვერაფრით და არაფრით შეშინდება. ჩვენ ვართ მობილიზებულები, გვაქვს კონკრეტული გეგმა, ვიცით, რომ გამოწვევა რთულია, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევას ვუპასუხეთ და ამ პროცესში ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ეს სახელმწიფო, ისე, რომ როდესაც პრობლემას მოვაგვარებთ, ამ გამოწვევასაც ვუპასუხებთ, უნდა ვიყოთ ყველაზე უკეთეს ფორმაში, მინიმუმ რეგიონში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური რესურსები, ჩვენი ეკონომიკა უნდა აღდგეს სწრაფად, ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ისინი ამ გამარჯვებაში იყვნენ თითოეული ჯარისკაცი, მაგრამ მათი ფუნქციაც და მოვალეობაც იყო შესრულებული და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ, რომ ეს სახელმწიფო იყოს კიდევ უფრო ძლიერი და მომზადებული იმ შემდგომი გლობალური გამოწვევებისა და კონკურენციისთვის, რომელსაც ჩვენ დავუბრუნდებით სულ მალე, მას შემდგომ, რაც მსოფლიო ამ გლობალურ ვირუსს დაამარცხებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

“სულ გვაქვს 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ამ ახალ პაციენტებთან მიმართებაში წყარო ცნობილია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალ დაინფიცირებულებთან მიმართებაში წყარო ცნობილია. ამ დროისთვის საქართველოში 30 დაინფიცირებული მკურნალობს. „დღეს შემოგვემატა 4 ახალი ინფიცირებული, მათი ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, მათთან შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება დაბალი ციფრებით და მინიმალურად გამოხატული კლინიკაა, თუმცა მომდევნო დღეებში დავაკვირდებით. ჩატარდება კომპიუტერული კვლევა. გუშინ 19 პაციენტიდან მივიღეთ უარყოფითი პასუხი, ორი დადასტურდა. ეს ორი პაციენტი ჩვენთან მოთავსებული პაციენტის კონტაქტია,“ – განაცხადა ეზუგბაიამ. ამ დროისთვის 10 პაციენტის ანალიზია გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. ეზუგბაიას ინფორმაციით ახალი შემთხვევა გუდაურს არ უკავშირდება და მათ შორის არასრულწლოვანები არ არიან.

მეტი...

ბოჭორიშვილის კლინიკა, საჭიროების შემთხვევაში, 11 პალატას გამოყოფს

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებული ადამიანები მიიღოს. როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა “მედიაცენტრ მთავართან” ინტერვიუში განაცხადა,  მზად არიან გამოყონ 11 პალატა, რომელშიც პაციენტებს ყველანაირი წესის დაცვით, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ მოათავსებენ. “ჩვენი საავადმყოფოს ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, გვაქვს საშუალება გამოვყოთ 11 პალატა, რომელშიც ყველანაირი წესის დაცვით, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ, მოვათავსოთ პაციენტები. თავის მხრივ, ჩვენი თამაშრომლებისთვისაც იყოს უსაფრთხო მათთან ურთიერთობა”, – აცხადებს კახა იშხნელი. მისი ინფორმაციით, რამდენი ადამიანი მოთავსდება ერთ პალატაში, ეს დამოკიდებულია იმაზე, პაციენტი გამოსაკვლევია თუ სამკურნალო. “სამკურნალო პაციენტების მოთავსება შეიძლება 30-მდე. შესაბამისად, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია მივიღოთ 11 გამოსაკვლევი ან 30-მდე სამკურნალო პაციენტი.  სამკურნალო…

მეტი...

„იმისთვის რომ ცალკეული ევროპული ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდეს, მთავრობა ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს” – გიორგი გახარია

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენიო დიპლომატიური კორპუსი მუშაობს ეფექტურად,  მათი ძირითადი ამოცანა ამ ხალხის იდენტიფიცირება და მათ ყოველდღიური პრობლემებით დაინტერესებაა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ცალკეული ევროპული ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდეს, მთავრობა ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს. „დღეის მდგომარეობით ყველა ამ ქვეყანაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მუშაობს ეფექტურად. მათი ძირითადი ამოცანა ამ ხალხის იდენტიფიცირება და მათ ყოველდღიური პრობლემებით დაინტერესებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ ხალხის კონსოლიდირებულად, ცალკეული ევროპული ქალაქებიდან გამოყვანა, ჩვენ ამისთვის ვთანამშრომლობთ ეროვნულ გადამზიდავ…

მეტი...

დღეიდან სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა

დღეიდან 18 მარტის, 00:00 საათიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აიკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი სამშობლოში დაბრუნების, შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები.

მეტი...

„ქვეყანაში მარაგი არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი არ არის“ – გიორგი გახარია

„ხელუხლებელი სურსათის მარაგი ჩვენი საბჭოთა წარსულიდან რაღაც მითებია, სხვა რეალობა იყო მაშინ, დავარქვათ მარაგი. ესეთი მარაგი დღეს ქვეყანაში არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი დღეს ქვეყანაში არ არის, ეს კარგად დაადასტურა იმ ფაქტმა, როგორც იქნა მართული ეს პროცესი ამ შაბათ-კვირის შემდგომ. ჩვენ ძალზედ ახლო, ყოველდღიურ კავშირზე ვართ როგორც იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, ასევე ქსელებთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი მარაგების მართვის და ლოგისტიკის მიმართულებით. მისივე განცხადებით, სფეროს მართვა ჩაბარებული აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელიც თითოეული მანქანის დონეზე აკონტროლებს…

მეტი...

“გადავშენდებით, ან კარგ ვარიანტში ქვის ხანაში აღმოვჩნდებით. გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს!” – აეროპორტის თანამშრომლის წერილი

„რაც არ უნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ამ სამოქალაქო შეგნებით, რომელსაც ყოველ დღე ვუყურებ საზღვარზე მოქალაქეების მხრიდან, მაქსიმუმ 2 კვირით შეაჩეროს სახელმწიფომ ეს ეპიდემიური აფეთქება – თუ ხალხის თვითშეგნებაზე იქნებიან დამოკიდებული ან თუ ხალხი ვერ გაითავისებს რა ხდება“ – წერს აეროპორტის ერთ-ერთი თანამშრომელი და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მის თვალწინ თითქმის ყოველდღიურად ხდება. „ჩამოსული მოქალაქეების უმეტესობა: იტყუება საზღვარზე თავის მოგზაურობის ისტორიას. იტყუება სიმპტომებს და სვამს სიცხის დამწევებს (დალიე, აბა რა უნდა ქნა, სიცხიანი ხომ არ იმგზავრებ, მაგრამ, რომ ჩამოხვალ თქვი!). ყველას 3 სახლი როგორ აქვს, ოღონდ თვითიზოლაციაში გაუშვან…

მეტი...

„თუ სწავლა 26 აპრილამდე ვერ განახლდა, სასწავლო პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით,  არსებული მდგომარეობის გამო, შესაძლებელია,  26 აპრილამდე სასწავლო პროცესის განახლება  ვერ მოხერხდეს. ასეთ შემთხვევაში კი სასწავლო პროცესი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. „სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, პირველ რიგში ბავშვების. გარკვეული ვადები არსებობს. ჩვენ თუ შევძელით ამ გამოწვევას შემჭიდროვებულ ვადებში ვუპასუხოთ, რაც მეეჭვება  იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, განათლების სამინისტრო დღეის მონაცემებით ამბობს, რომ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი თუ არ განახლდა სკოლებში, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის…

მეტი...

საზღვარზე ნივთებისა და საქონლის შემოსვლა არ იზღუდება

„ტვირთების ტრანსპორტირების ნაწილში,  ჩვენც და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც, გლობალურად, სახელმწიფოებიც ამბობენ, რომ აქ უნდა მოხდეს წესების გამარტივება“ – აცხადებს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და აღნიშნავს, რომ ტვირთების უპრობლემოდ გადასაადგილებლად ყველაფერი კეთდება. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს, ისევე როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და შევქმნათ უფრო მარტივი პირობები იმისთვის, რომ ლოგისტიკური მოძრაობა ტრანსპორტის და, პირველ რიგში, იმ მოხმარების ნივთების და საქონლის, რომლის დეფიციტიც შეიძლება თეორიულად გაჩნდეს ან საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში, შევამსუბუქოთ,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მეტი...

„ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“ – პრემიერ მინისტრი

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, რათა ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი საშუალება და დრო უკვე ინფიცირებულ თანამოქალაქეებს უმკურნალონ მაქსიმალურად ეფექტურად“ – აცხადებს გიორგი გახარია. პრემიერ-მინისტრი კიდევ დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ გამორიცხავს. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს შევზღუდეთ გარკვეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედება, შეიძლება, მოგვიწიოს კიდევ დამატებითი შეზღუდვები ტრანსპორტის ნაწილში. შესაძლებელია, მოგვიწიოს და ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ისეთ ადგილებში როგორებიცაა – მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ. ჩვენი ამოცანა მარტივია – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, იმისთვის, რომ ჩვენ ჯანდაცვის…

მეტი...