საზღვარზე ნივთებისა და საქონლის შემოსვლა არ იზღუდება

„ტვირთების ტრანსპორტირების ნაწილში,  ჩვენც და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც, გლობალურად, სახელმწიფოებიც ამბობენ, რომ აქ უნდა მოხდეს წესების გამარტივება“ – აცხადებს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და აღნიშნავს, რომ ტვირთების უპრობლემოდ გადასაადგილებლად ყველაფერი კეთდება.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს, ისევე როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და შევქმნათ უფრო მარტივი პირობები იმისთვის, რომ ლოგისტიკური მოძრაობა ტრანსპორტის და, პირველ რიგში, იმ მოხმარების ნივთების და საქონლის, რომლის დეფიციტიც შეიძლება თეორიულად გაჩნდეს ან საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში, შევამსუბუქოთ,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები