,,საქართველოს ხელისუფლება დიდ საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ტეის როიტენი ”ხალხი ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება  დიდ საფრთხეს უქმნის იმ ევროპულ მომავალს, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს.

,,საქართველოს ხელისუფლება დიდ საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს, რასაც მისი ხალხი ითხოვს.

არჩევანი მარტივია.

პარლამენტმა უნდა გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ და ამის ნაცვლად, სერიოზული პროგრესს მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატობისთვის. საქართველო ევროპაა”,- წერს ევროპარლამენტარი.

მსგავსი თემები