ევროკავშირი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ევროკავშირი ცხინვალის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მოლოდინს, რომ მთავრობა, რომელიც ცხინვალს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახში დაბრუნების უფლებას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამახვილებთ ყურადღებას იმ დაუყონებლივი ნაბიჯების მნიშვნელობაზე, რომლებიც აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების აღსადგენად”,- ნათქვამია განცხადებაში.

20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები