ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

  •  

საქართველოს პირველის პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში, კვლავ მართვით სუნთქვაზეა.

როგორც კლინიკის რეანიმაციული განყოფილების მორიგე ექიმმა ნინო ბურდულმა განაცხადა, გასული ღამის განმავლობაში მდგომარეობის გართულებას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სამკურნალო-დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. დინამიკაში გამოჩნდება შეიცვლება თუ არა ჩარევიც მოცულობა. არსებითი ცვლილებები არ არის. დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო“, – განაცხადა ექიმმა.

მსგავსი თემები