“ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მომხდარის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს” – ადვოკატი

“ტატო ღარიბაშვილი ყველანაირად გამორიცხავს მომხდარის პოლიტიკურ მოტივს”, – ამის შესახებ პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატმა, რომან ნადირაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჯერ არავინ არავის არაფერს არ ედავება. ბრალი არავის აქვს წარდგენილი. მის პოზიციაზე ვერ ვისაუბრებ. კატეგორიულად გამაფრთხილა, რაიმე ვთქვა. მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვიტყვი. პოლიტიკური მოტივი არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, აქედან ერთი პირი დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

მსგავსი თემები