მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზატორებმა, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მანიფესტი წარუდგინეს.
“შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს; იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ “გავრილოვის ღამის” დაკავებულებსა და დაზარალებულებს; შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც რეპრესირებულია სახელმწიფოს მიერ; შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.
ორგანიზატორების თქმით, ისინი ხვალიდან მობილურ პროტესტზე გადადიან და ყველა იმ ადგილას გამოჩნდებიან, სადაც პრემიერი გიორგი გახარია მივა.
ამასთან, მათი თქმით, ყოველი თვის 20 რიცხვში ისინი პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან და 20 ივნისის მოვლენებს გააპროტესტებენ.