“პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს” – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა  და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშილი რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვსა და კითხვებს არ ბადებს.

“რამზან ახიადოვი ტერორისტია, დადასტურებულია, რომ ის ISIS-ის მებრძოლი იყო. ქართულმა მხარემ  შეასრულა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნაკისრი აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით. ახიადოვი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი  ცირკულარით და ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები არ არის დაცული – ეს ყველაზე უკეთ საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის. ამ კაცის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაში მათ რომ რაიმე ტიპის საფრთხე დაენახათ, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად გამოიყენებდა ინტერიმს, ანუ დროებით ღონისძიებას ექსტრადაციის შესაჩერებლად. რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა, ე.ი. ახიადოვის ექსტრადირების გადაწყვეტილება არათუ კანონიერი, არამედ ყველანაირად დასაბუთებულია”, – აცხადებს სესიაშვილი.

რაც შეეხება ოპონენტების პრეტენზიებს, სესიაშვილი აცხადებს, რომ სასაცილო და სრულიად ამორალურია, როდესაც ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი და ფეხქვეშ გამთელავი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ახლა ჩეჩენი რამზან ახიადოვის ექსტრადიციის საკითხზე წუხან. მისი თქმით, ამგვარი პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს.

“თუმცა, მათგან გასაკვირია არაფერია. რადგან თუ ჩვენს მოვახდინეთ ტერორისტის ექსტრადირება საქართველოდან, ჩვენმა, ტერორიზმის დამცველმა ოპონენტებმა, 2010 წელს, საქართველოში ახმედ ჩატაევი შემოიყვანეს, სხვათა შორის, გაყალბებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მსგავსი თემები