ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრი იქნება

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ვახუშტის ხიდიდან მხოლოდ სააკაძის მოედნის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

შეზღუდვა 27 იანვარს, 09:00 საათიდან ამოქმედდება.

დროებით შეიცვლება ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი თემები