“გუშინ ჩემს სასამართლოზე რა მოხდა ვინმემ ხომ არ იცით?” – ირაკლი ოქრუაშვილი

გუშინ საქალაქო სასამართლოში, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი იყო ჩანიშნული, ე.წ რობაქიძის საქმეზე, თუმცა სასამართლოს შემდეგ ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„გუშინ ჩემს სასამართლოზე რა მოხდა ვინმემ ხომ არ იცით? … არ დავდივარ სპეციალურად ორი მიზეზის გამო. ერთი, ისეთი საცობებია დიღომში გასვლას პარიზში გაფრენა ჯობია და მეორე, მიშა ქარელი უნდა მოიყვანონ მოწმედ და მეშინია მაგის დაკითხვისას ინტელექტის ისეთი ნიაღვარი წამოვა რომ წამლეკავს, „ – წერს ოქრუაშვილი.

მსგავსი თემები