ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 714, აჭარაში – 160, იმერეთში – 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 254 პირი, მათ შორის, თბილისში – 87, აჭარაში – 31, იმერეთში – 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში- 5, იმერეთში – 11. 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 51 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 751 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 102, ხოლო აჭარაში – 87.
სულ 6 ოქტომბრიდან – 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 209 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 304 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 613 პირი, აჭარაში – 345, იმერეთში – 638.