იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინელებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლიათ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთის მიერ  ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია.

„უკრაინა, რუსეთის უკანონო ომის დაწყების დღიდან ნატოს წევრი სახელმწიფოები უპრეცედენტო დონის დახმარებას აწვდიან. უკრაინელ  მებრძოლებს ყველა საშუალება აქვთ, რომელიც საჭიროა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად“ – აცხადებს სტოლტენბერგი.

მან უკრაინელი სამხედროების გადამზადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მ მხრივაც ყველაფერი კარგად მიდის.

„მივესალმები ალიანსის წევრების განცხადებებს ფრთოსანი რაკეტებისა და დასავლური ავიაგამანადგურებლების გამოყენებისთვის უკრაინელი პილოტების გაწვრთნასთან დაკავშირებით“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები