პრემიერის თქმით, პრობლემა არ არის, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები განხორციელდეს

„ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ  განახორციელონ ფრენები. ჩვენი პოლიტიკა არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, არ განხორციელდება. ეს მხოლოდ მოხდება არასანქიცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მან აზერბაიჯანის მაგალითი დაასახელა და აღნიშნა, რომ საკმაოდ ბევრი ფრენა ხორციელდება რუსეთთან.

„ამაში მგონი არანაირი პრობლემა არ არის, მე ჩამოგითვალეთ ქვეყნები – ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ემირატები და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. მაგალითად, როცა მე აზერბაიჯანში ვიყავი, იქ ჩვენმა მეგობარმა პრეზიდენტმა ალიევმა მითხრა, როცა ეკონომიკასა და ვაჭრობაზე ჩამოვარდა საუბარი, რომ 130 რეისი სრულდება კვირაში, ისრაელში 100-ზე მეტი რეისი და ა.შ. ასე რომ, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მინდა ჩვენი მეგობრებიც დავაწყნარო ევროკავშირში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები, რომ ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები