,,ვერ წარმოიდგენთ როგორ საშინლად გამოიყურება, რა დარჩა ჩემი შვილისგან არ ვიცი”- გიული ალასანია

,,ვერ წარმოიდგენთ როგორ საშინლად გამოიყურება. ასე მრგვალი ზურგი გაუხდა. რა დარჩა ჩემი შვილისგან არ ვიცი,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის სულ უფრო და უფრო სუსტადაა.

,,სულ უფრო და უფრო სუსტადაა. აი ასეა მოხრილი, ვერ წარმოიდგენთ როგორ საშინლად გამოიყურება. ასე მრგვალი ზურგი გაუხდა. რა დარჩა ჩემი შვილისგან არ ვიცი. ელოდება იმ ექიმებს და ძალიან უცნაურად ეჩვენება, რომ პოლონელი ექიმები არ შემოუშვეს. გამოკეტილი ადამიანი, უყურებს უკრაინას და გული უსკდება, რომ იქ ასეთი ადამიანი ხდება და ეს აქ არის გამოკეტილი ამდენი ხანი და თანაც ასეთ მდგომარეობაში, საერთოდ ძალაგამოცლილი და ორგანო აღარ აქვს ჯანმრთელი”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები