საქართველოს საზღვრიდან 35 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

 სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან ახლოს დღეს ორი მიწისძვრა მოხდა.

პირველი მიწისძვრა დღეს, 24 მარტს, თბილისის დროით 11:09 საათზე, საქართველოს საზღვრიდან 159 კილომეტრში მოხდა. მისმა სიმძლავრემ 4,5 მაგნიტუდა შეადგინა.

განმეორებითი ბიძგები საქართველოს დროით 12:27 საათზე, სახელმწიფო საზღვრიდან 35 კილომეტრში დაფიქსირდა და სიმძლავრემ 4,1 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი თემები