,,საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები”- გერმანიის საელჩო

საქართველოში გერმანიის საელჩო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები.

„მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები