„ორსულებში COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 10 687 შეადგენს“ – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიშზე დაყრდნობით, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, ხოლო ვისურუსის გავრცელების მხრივ თბილისი, იმერეთი და აჭარა ლიდერობს.
ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობა პიკს სექტემბერ-ნოემბრის თვეში აღწევს. სექტემბერში 40 ინფიცირებული, ნოემბერში 50 ინფიცირებული ორსული, ხოლო ორივე დოზით ვაქცინირებულ ორსულებში კოვიდით ინფიცირება, ფაქტობრივად არ ფიქსირდება.
„ ასაკის მატებასთან ერთად, ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც მინიმუმ 1 დოზით აცრილების, ისე სრულად ვაქცინირებულების“- აღნიშნულია ანგარიშში.