,,გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და ვაგრძელებთ ოკუპანტებისთვის ღირსეულ წინააღმდეგობის გაწევას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ომის მეასე დღეს აჯამებს და განცხადებას ავრცელებს. ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ ტერიტორიების ნაწილი გაათავისუფლა და ოკუპანტებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს.

,,ჩვენი ბრძოლის 100 დღე. ერთიანობისა და დაუმორჩილებელი სულის 100 დღე. ამ დროის განმავლობაში, მტერმა ვერ მიაღწია ვერც სტრატეგიულ მიზანს და ცდილობს, თავისი უძლურება სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ხალხზე გადმოანთხიოს. ჩვენ შევაჩერეთ „მსოფლიოს მეორე არმია“, გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და ვაგრძელებთ ოკუპანტებისთვის ღირსეულ წინააღმდეგობის გაწევას. მადლობელი ვარ ყველასი, ვისი წყალობითაც უკრაინა 100 დღეა უძლებს და აგრძელებს იმის დაცვას, რაც მას ეკუთვნის. ჩვენ გავიმარჯვებთ!“,- აღნიშნავს ზელენსკი.

მსგავსი თემები