მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ბილეთის აღებისა და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა და გამარჯვება ახლოს არის. შესაბამისად, სააკაშილი ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. იგივეს გაკეთებას ვაპირებ. ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ ახლობლებს და ნათესავებს, უთხარით, რომ ყველანი არჩევნებზე მივიდნენ. არავინ ჩამოუშვას ხელები. ეს არის გადამწყვეტი დრო“ – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი შიდა კვლევებით სანუკვარ 43%-ს ვერ უახლოვდება.

„ეს მათთვის ძალიან ცუდი ამბავია. ძალიან ცუდი ამბავია, რომ ევროპარლამენტმა მიუხედავად მათი ძახილისა, რომ ეს არის მხოლოდ შიდა არჩევნები და გავიდნენ შარლ მიშელის დოკუმენტიდან, გამოაგზავნა სადამკვირვებლო დელეგაცია. ეს არის ერთადერთი შემთხვევა ევროპაში, უახლეს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი აკვირდება ფორმალურად ადგილობრივ არჩევნებს. მათი იციან, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ არის მხოლოდ. ეს არის რეფერენდუმი ხელისუფლების შეცვლის თაობაზე“ – აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

მსგავსი თემები