„სკოლებსა და ბაღებში, კვების დროს ყველაზე დიდი რისკია დაინფიცირების“ – მაია ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„ყველა ქვეყანაში გაიხსნა სწავლა. მგონია, რესტორანზე უფრო სარისკო არ უნდა იყოს სკოლის გახსნა. არსებობს ვარიანტი, რომ ავადობამ მოიმატოს სკოლების გახსნის შემდეგაც“, – აღნიშნა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

ექიმი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის ერთადერთი გზა ვურუსის შემდგომი ტალღების თავიდან ასაცილებლად.  

„რადგანაც სკოლები და ბაღები იწყება, ეს ყველაფერი ძალიან მჭიდრო კავშირშია და კორელაციაშია ვაქცინაციასთან. თუ გვექნება 80%-იანი აცრა ვთქვათ სკოლის ყველა თანამშრომლისა, ვირუსის გავრცელებას ავირიდებთ. ასევე მნიშვნელოვანია, თუ სკოლაში არ იქნება კვების პროცესი და ეს ბავშვები ერთად არ შეჯგუფდებიან ჭამის დროს. რადგან ასეთ დროს ყველაზე მეტი შანსია დასნებოვნების.  საკლასო ოთახებში პედაგოგებიც და ბავშვებიც იქნებიან ნიღბებით და კვების დროს ნიღაბს იშორებენ და ამ დროს არის ძალიან დიდი საფრთხე ინფექციის გავრცელების“ – აღნიშნა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები