რუსეთში გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

  •  

მაშველებმა რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში გუშინ გაუჩინარებული ან-26 ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“ავიაკატასტროფის ადგილი კორფოვსკის დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა,“- აცხადებენ ხაბაროვსკის ოლქის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის დირექტორატში.

ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროც ადასტურებს და აცხადებს, რომ ვერტმფრენმა თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინა და სამაშველო ჯგუფები კატასტროფის ადგილისკენ გაემართნენ.

სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ადამიანების ბედი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ან-26 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა, რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 6 ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი თემები