საქართველომ საჩუქრად „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო

  •  

ჩინური „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა უკვე საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.

ვაქცინა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ აჩუქა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ამით  წვლილი შეიტანეს უმნიშვნელოვანეს საქმეში და ,,სინოფარმის’’ ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით კი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

შეგახსენებთ, რომ ,,სინოფარმით“ აცრა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ის დამზადებულია ჩინური წარმოების ტრადიციულ მეთოდზე.

მსგავსი თემები