ლისის ფერდობზე ახალი ნაპრალები გაჩნდა    

მაჭავარიანის ქუჩაზე, ლისის ტბისკენ მიმავალ ფერდობზე ახალი ნაპრალები გაჩნდა. როგორც კახა კალაძე აცხადებს,  არსებობს სამი მონაკვეთი, სადაც მეწყერსაშიში იყო.

“არანაირი პრობლემა არ არსებობს. ახალი გზა გაგვყავს, შესაბამისად, არის 3 კონკრეტული ადგილი, რომელიც მეწყერსაშიში იყო. ამჟამად  ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ როდესაც პროექტი დასრულდება, ახალ გზაზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც მარშალ გელოვანსა და მაჭავარიანის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან,” – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვარში, ლისის მიმართულებით არსებულ ფერდობზე მეწყრული კერები 2021 წლის მარტში დაფიქსირდა. მას შემდეგ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება ჩაიკეტა და და ფერდზე დაკვირვება და მისი გამაგრება დაიწყო. მოსახლეობის ნაწილმა კი არსებული საშიშროების გამო საცხოვრებელი დატოვა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე  დღეა გაიხსნა.

მსგავსი თემები