შემდეგი 2 კვირის განმავლობაში ლეტალობის კლებას არ ველით, ჩვენი პროგნოზი ნეგატიურია – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მიმართულებით სტაბილიზაციაა, თუმცა ლეტალობის მაჩვენებლის კლება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

მისი თქმით, კლინიკური ჯგუფები მაქსიმალურად გაძიერებულია და ზუსტდება მკურნალობის ხარისხის ის სტანდარტი, რაც პროტოკოლშია გაწერილი.

“ვირუსის გავრცელების კუთხით ბოლო დღეებში ფიქსირდება სტაბილიზაცია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლეტალობის კლების მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, ვინაიდან, ეს არის ის შემთხვევები, რომელიც ჯამურადაა დამდგარი. ამ ეტაპისთვის მაქსიმალურად გვყავს კლინიკური ჯგუფი გაძლიერებული. თენგიზ ცერცვაძე, ინეზა სულამანიძე და მარინა ეზუგბაია მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან კლინიკებში, სპეციალური გრაფიკი აქვთ გაწერილი, რის შედეგადაც კვლავ აზუსტებენ მკურნალობის ხარისხის იმ სტანდარტებს, რაც პროტოკოლითაა მოთხოვნილი. ამასთან დაკავშირებით გვაქვს მოლოდინი, რომ ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს მსოფლიოსგან გამოარჩევს და არის 1.32, შევძლებთ გავაუმჯობესოთ. თუმცა შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ჩვენი მოლოდინი არის ლეტალობის მაჩვენებელთან დაკავშირებით ნეგატიური, ანუ, ჯერჯერობით კლებას არ ველით,”- განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები