ქალისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინების გამო საგარეჯოში მამაკაცი დაჭრეს

  •  

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში შუახნის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. პაციენტს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სავარაუდოდ ერთ-ერთ ქალს, სმს შეტყობინებებს უგზავნიდა, რასაც ქალის ახლობლებთან კონფლიქტი მოჰყვა. სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

მსგავსი თემები