,,საშინელი ტრაგედია, მთელი საქართველო შოკირებულია”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, შინძო აბე საქართველოს მეგობარი და ძლიერი საერთაშორისო ფიგურა იყო.

“საშინელი ტრაგედია. მთელი საქართველო შოკირებულია. შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა. ჩემი ღრმა მწუხარება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

შეგახსნებთ, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

მსგავსი თემები