ზურაბ ზვიადაურს თავდებში სრულიად ოლიმპიური გუნდი უდგება – ავთანდილ ჭრიკიშვილი “მედიაცნტრ მთავარში”

“41 წლისაა და ვინმესთვის რამე ევნოს, ამ მახსოვს. მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს მეორე მხრიდან. ხდება ასეთი რაღაცეები, ყველას შეიძლება შეემთხვას,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში,” ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა.

სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება ზურაბ ზვიადაურს – ოლიმპიელების სახელით განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა გააკეთა.

“41 წლისაა და ვინმესთვის რამე ევნოს, ამ მახსოვს. მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს მეორე მხრიდან. ხდება ასეთი რაღაცეები, ყველას შეიძლება შეემთხვას. ვერ მოიქცეოდა ზვიადაური სხვაგვარად, ბუჩქებში გაქცეულიყი და დამალულიყო, ბიჭს ძმა მოუკლეს. 90 პროცენტი ეთანხმება ამას, რომ ასე მოიქცეოდა. მეც იგივენაირად მოვიქცეოდი. იქითა მხარეს არ ვიცნობ.

ასეთი რამე რომ შეგემთხვევა ძნელია. აფექტში იყო ზურა. დაღუპული ძმა მიიყვანა საავადმყოფოში, ტიროდა. იცოდა, რომ გარდაცვლილი იყი და ყვიროდა ფრთხილად გადაიყვანეთ ხელი არ მოტეხოთო. სასამართლოშიც ვთქვი და ვახსენე – ისეთი ბიჭია ზურა, არ გაიქცევა, არ მიიმალება – ისეთი გულიანია, ყველა მაგასთან მივდიოდით თუ რამე დაგვჭირდებოდა. ცოდოა ეს ბიჭი, ვიცი როგორიც არის. არ არის ეს ადამიანი ვინმესთვის საშიში. 41 წლის კაცია და ძაან ახლოს ვიცნობ, ცოდოა. თვითონ ძალიან განიცდის, ადამიანი მაგის ხელიდან მკვდარია და ამაზე ორჯერ მეტად ნერვიულობს,” – განაცხადა ავთნდილ ჭრიკიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები