კორონავირუსით ინფიცირების აქტიური მაჩვენებელი 41 249 ადამიანია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  4 216 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა – 620, იმერეთი – 464, ქვემო ქართლი – 217, შიდა ქართლი – 195, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 265, კახეთი – 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249 საიდანაც: 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 047, აჭარაში – 837, იმერეთში – 930. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 303 პირი, მათ შორის, თბილისში – 579, აჭარაში – 129, იმერეთში -229. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი,  მათგან თბილი სში – 191, აჭარაში – 17, იმერეთში – 20. 2 523 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 – თბილისში, 812- აჭარაში. 32 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მსგავსი თემები