„აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები ემატება

  •  

პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ახალი კომპონენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.

 „ჩვენ დღეს დავამტკიცებთ მეწარმეობის მხარდაჭერის კიდევ რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომლებიც გაზრდის სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე ექსპორტზე, ან – იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებულიმეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის ან სპეციალური გრანტის ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები