“ვახტანგ გომელაურის თქმით, ანტიპრაიდის წინააღმდეგ გაკეთებულ ძალადობრივ განცხადებებს იძიებენ და თითქმის ყველა იკითხება, ვინც მსგავს განცხადებას აკეთებდა” – შს მინისტრი

  •  

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ანტიპრაიდის წინააღმდეგ გაკეთებულ ძალადობრივ განცხადებებს იძიებენ და თითქმის ყველა იკითხება, ვინც მსგავს განცხადებას აკეთებდა.

„გამოძიება, პირველ რიგში, იწყება შემსრულებლებიდან და შემდეგ მიდის ზევით, წესი ასეთია. დავაკავეთ ეს ადამიანები, კიდევ ვმუშაობთ. გავაკეთე განცხადება, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რამდენით გაიზრდება, ვერ ვიტყვი, არ ვიცი, გამოძიებიდან გამომდინარეა. ასევე, ჩვენ გამოძიება დაწყებული გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა, 225-ე, 154-ე და 156-ე მუხლებით – საჯაროდ მოწოდება ძალადობაზე და ა.შ. ამ მუხლებით ჩვენ 18 ადამიანს ჩხრეკა ჩავუტარეთ, ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, მათ შორის ტექნიკა. დავკითხეთ ეს ხალხი, კიდევ ვაგრძელებთ დაკითხვებს, ვმუშაობთ. გამოძიების ფარგლებში ყველა იკითხება. არ მაქვს უფლება, ვთქვა, ეს ეს არის თუ არა. არსებობს პროკურატურა, სისხლის სამართლის კოდექსი და გამოძიებიდან გამომდინარე უნდა იყოს შეფასებული. გამოძიებით უნდა დადგინდეს, ასე პირდაპირ ვერ იტყვი, რომ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და კი,ბატონო, ეს დამნაშავეა და უნდა დავაკავოთ. დაკითხვაზე იყი თითქმის ყველა ადამიანი, ვინც ესეთ განცხადებას აკეთებდა და გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

მსგავსი თემები